Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

6 გამორჩეული ფილმი, რომელსაც დღეს თბილისის კინოფესტივალზე ნახავთ

06 დეკემბერი, 2017 13:53

დღეს, 6 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მე-3 დღეს, კინოჩვენებები რუსთაველისა და ამირანის კინოდარბაზებში 12:00 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. პროგრამა, როგორც ყოველთვის, დღესაც მრავალფეროვანია.

დღევანდელი საღამოს სეანსებიდან ჩვენ გირჩევთ: 

14:00 საათზე

„8 წუთი“ - (რეჟისორები: დათო აბრამიშვილი, გიორგი გოგიჩაიშვილი; საქართველო; 2017) 

„8 წუთი“ 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ფილმია. დათო აბრამიშვილისა და გიორგი გოგიჩაიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი არაერთი ფესტივალის პრიზიორი გახდა, მათ შორის მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მთავარი ჯილდოს მფლობელი. „8 წუთმა“ მანჰეტენის ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვედით ოსკარის კვალიფიკაცია მიიღო.

მას შემდეგ, რაც ცნობილი ხდება, რომ მზე ჩაქრა და ზუსტად რვა წუთია დარჩენილი სინათლის უკანასკნელი სხივების ამოწურვამდე დედამიწაზე, მთელი სამყარო პანიკასა და ქაოსში იძირება. სამოც წელს მიტანებული, მარტოხელა და ცხოვრებაზე გულაცრუებული მამაკაცი, გია, ერთადერთია, ვისაც მოახლოებული აპოკალიფსი არ ადარდებს. ის მხოლოდ საკუთარ შვილს ურეკავს მოსაკითხად, რომელიც ექსპედიციაში იმყოფება საცოლესთან ერთად. 

„შემდეგი დღე “-  (რეჟისორი: ჰონ სანსუ; სამხრეთ კორეა 2017) 

„სიღრმისეული ამბავი, რომელიც განსხვავებული კინოენით არის გადმოცემული... „შემდეგი დღე“ კლასიკური ჰონ სანსუსეული ფილმია - რაც ყველაზე დიდი კომპლიმენტია, რისი მიღებაც ფილმს შეუძლია“, - წერს The Playlist. 

პატარა გამომცემლობაში არეუმს სამსახურის პირველი დღე აქვს. მის უფროსს, ბონგვანს აქამდე ერთი ქალი უყვარდა, რომელიც მანამდე მასთან მუშაობდა და რომელთანაც ურთიერთობა ცოტა ხნის წინ გაწყვიტა. დღესაც დაოჯახებული ბონგვანი დილაადრიან გამოდის სახლიდან და სამსახურში მიდის. მოსვენებას არ აძლევს იმ ქალზე ფიქრი, რომელმაც მიატოვა. იმ დღეს ბონგვანის ცოლი პოულობს სასიყვარულო ბარათს, მივარდება ქმრის ოფისში და არეუმი ის ქალი ეგონება, რომელმაც ბონგვანი მიატოვა. 

16:00 საათზე 

„თვინიერი“ - (სერგეი ლოზნიცა, საფრანგეთი, გერმანია, ლიტვა, ნიდერლანდები 2017) 

 

ქალი რუსეთის სოფლის განაპირას მარტო ცხოვრობს. ერთ დღეს იღებს ამანათს, რომელიც მან თავის დაპატიმრებულ ქმარს გაუგზავნა, წარწერით: „დაუბრუნდეს გამგზავნს". შეშინებულ და დაბნეულ ქალს სხვა გზა არ აქვს, უნდა წავიდეს ციხეში, ქვეყნის შორეულ რეგიონში და გაიგოს, რა მოხდა. ასე იწყება აუღებელი ციხესიმაგრის - ციხის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია. 

ფილმი წლევანდელი კანის ფესტივალის მთავარ პრიზზე - „ოქროს პალმის რტოზე“ იყო წარდგენილი. 

ქამინგ აუთი (ჰაინერ კაროუ, აღმოსავლეთ გერმანია) 

 

Coming Out აღმოსავლეთ გერმანიის კინოსტუდიაში გადაღებული პირველი ფილმი იყო, რომელიც გდრ-ში ჰომოსექსუალობის თემას ეხებოდა. ფილმი 1990 წელს ბერლინალეს პრიზიორიც გახდა.

ფილიპი, რომელიც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას მალავს, მასწავლებლად მუშაობს. ის თავის კოლეგას, ტანიას უყვარდება და ფილიპიც მასთან საცხოვრებლად გადადის. ტანიას სახლში კი, მას მისი ძველი ბოიფრენდი ხვდება, რომელთან დაშორებაც ოდესღაც მშობლებმა აიძულეს. 

19:00 საათზე 

სათუთი კანი  (დენი კოტე, Canada 2017) 

 

ფილმის ჩვენება სექსია „კანადა 150-ის“ ფარგლებში გაიმართება. 

კანადელი რეჟისორის დოკუმენტური ფილმი წარმოგვიდგენს თანამედროვე ადონისების ექვს მრავალშრიან პორტრეტს, მათი ყოველდღიური ცხოვრების ჩვენებით: სასტიკი დიეტა, სავარჯიშო რეჟიმი, ოჯახური ურთიერთობები და მეგობრების მიმართ დამოკიდებულება თემში. ფილმში საინტერესო პერსპექტივითაა წარმოდგენილი თანამედროვე მასკულინურობის გაგება. 

21:00 საათზე 

„ნოსფერატუ“ (ფრიდრიჰ ვილჰელმ მურნაუ; გერმანია; 1921)

მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ სექციას „აპოლო - კინოს მეხსიერება", რომელიც მომზადებულია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ საქართველო-გერმანიის წლის (2017) ფარგლებში. ფრიდრიჰ ვილჰელმ მურნაუს „ნოსფერატუ" რეჟისორის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ნამუშევარია, რომელიც მან 1922 წელს, ბრემ სტოკერის „დრაკულას" მიხედვით გადაიღო.

სეანსს ჯაზ-ბენდი KÜSPERT & KOLLEGEN მუსიკალურად გააფორმებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 ოქტომბერი
24 ოქტომბერი

ივანიშვილი კანაფის წარმოებაზე: ძალიან დი ...

„ვნახეთ ჩვენ საზოგადოების რეაქცია, მათ შორის საპატრიარქოსი, მთელმა გუნდმა ანგარიში გავუწიეთ და შევაჩერეთ ეს კანონნ ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

ივანიშვილი: პირადი ცხოვრების ჩანაწერები ...

ბიძინა ივანიშვილი 2016 წელს გამოქვეყნებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს ვერ იხსენებს. „ვერ ვიხსენებ, ასეთი ...
23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

რატომ მოუწია კვირიკაშვილს თანამდებობის დ ...

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე unicef-ის კვლევასა და მოსახლეობის გაღარიბებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაღარიბ ...
^