Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსთაველის მეტროსთან „ნაციონალური მოძრაობა“ „ღირსების მანიფესტაციას“ მართავს

06 დეკემბერი, 2017 14:16

რუსთაველის მეტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია „ღირსების მანიფესტაცია“ მიმდინარეობს. პარტიის წევრები და აქციის მონაწილეები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მხარდასაჭერას უცხადებენ და კიევში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის მაქსიმალური მობილიზაცია, როგორც ჩვენი ამომრჩევლის, ასევე დემოკრატიულად და პატრიოტულად განწყობილი საზოგადოების, იმისათვის, რომ ძალიან აქტიური, საჯარო პროტესტი, დავანახოთ ხელისუფლებას. ტერორისტებთან მეგობრობა, დამნაშავეთა სამყაროსთან მეგობრობა, პუტინის ხელისუფლებასთან მეგობრობა, ვერ იქნება ის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

როგორც დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, ეს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების  შეთანხმებული რევანშია თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ.  მელიას თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გადადის  მოქმედების საგანგებო რეჟიმზე.

მიხეილ სააკაშვილის დაკავება პირველად 5 დეკემბერს სცადეს, მას უკრაინის პოლიცია ბრალად უყენებს იანუკოვიჩთან დაახლოებული და ძებნილი ოლიგარქის სერგეი კურჩენკოსგან დანაშაულებრივი ჯგუფის ინტერესების დაცვის სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარამდე თანხის აღებას. ეს ფული კი, უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების დამხობისთვის უნდა დახარჯულიყო.

სააკაშვილი საკუთარ სახლში 5 დეკემბერს დააკავეს, თუმცა სანამ მას ტერიტორიიდან გაიყვანდნენ ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სამართალდამცველებისგან გამოიხსნეს. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად რადის წინ გადაინაცვლა და საპროტესტო აქცია დაიწყო. მათ წუხანდელი ღამე კარვებში გაატარეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^