Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელჩი უკრაინაში ჟურნალისტების არშეშვებაზე: შესაბამისი ნოტა გაიგზავნება

06 დეკემბერი, 2017 18:19

უკრაინაში საქართველოს ელჩის, გელა დუმბაძის განმარტებით, ქართველი ჟურნალისტების კიევში არშეშვებას უკრაინული მხარე „ქვეყნის უსაფრთხოების კონტექსტით“ ხსნის. მისივე თქმით, საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურმა დააფიქსირა, რომ „რუსთავი 2-ის", „TV პირველისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტების მიმართ განხორციელდა სწორედ ეს რეჟიმი და უკრაინაში ამიტომაც არ შეუშვეს.

მისი განმარტებით, შემთხვევასთან დაკავშირებით, უკრაინას შესაბამისი ნოტა გაეგზავნება.

„დაფიქსირდა რამდენიმე შემთხევა, იყო „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი, „TV პირველის“ ჟურნალისტი და დღეს ეს რეჟიმმი განხორციელდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზე“, გვაქვს კომუნიკაცია არამარტო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, არამედ სასაზღვრო სამსახურთან და ისინი ამ მომენტებს ხსნიან ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში. ოფიციალურად, თითოეული შემთხვევა ჩვენს მიერ დოკუმენტალურად არის დაფიქსირებული. გადაიცემა ნოტის სახით და რაღაც პერიოდის შემდეგ პასუხი მოვა“,- განუცხადა გელა დუმბაძემ „ტელეკომპანია პირველს“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, მესაზღვრეებმა ბორისპოლის აეროპორტში პირველი არხის გადამღები ჯგუფი დღეს დილით რამდენიმე საათით დააყოვნეს, გასაუბრების შემდეგ კი მათ ქვეყანაში შესვლაზე უარი განუცხადეს. TV პირველის ჟურნალისტს, ვახო სანაიას კი განუმარტეს, რომ მისი მხრიდან ქვეყანაში შესვლის მიზეზი დაუსაბუთებელი იყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^