Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დისკრიმინაციული მოპყრობისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ სარჩელის განხილვა იწყება

06 დეკემბერი, 2017 18:30

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის, 7 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა იწყება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროცესზე „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) წარმოადგენს ყოფილი მოსამართლის ინტერესებს, რომელსაც მხარს უჭერს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“. EMC მოითხოვს საბჭოს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას. 

„საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარემ, მაია ბაქრაძემ, სამოსამართლო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, მონაწილეობა მიიღო მოსამართლეთა შესარჩევ ორ კონკურსში, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ის აკმაყოფილებდა კანონმდებლობით მოსამართლეობისათვის დადგენილ ყველა კრიტერიუმს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით თანამდებობაზე ვერ დაინიშნა.

მაია ბაქრაძის მიმართ განსხვავებული მოპყრობა მისი შეხედულებების, სასამართლო სისტემისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით და „მოსამართლეთა ერთობის“ თავმჯდომარეობით არის განპირობებული“,-ნათქვამია განცხადებაში. 

EMC იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ დავის განხილვის სირთულის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესს წარმართავს ობიექტურად, მიუკერძოებლად და საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება სრულყოფილად იქნება გამოკვლეული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^