Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოალიციის განცხადება უკრაინაში ჟურნალისტების არშეშვებაზე

06 დეკემბერი, 2017 18:33

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ უკრაინაში ქართველი ჟურნალისტების არშეშვების ფაქტს ეხმაურება. „ლიბერალი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება უკრაინაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია „პირველისა” და „რუსთავი 2-ის“ გადამღები ჯგუფების არშეშვების გამო, რომ ჟურნალისტებს მიეცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 5 დეკემბერს, „რუსთავი 2-სა" და „TV პირველის" გადამღები ჯგუფები უკრაინის საზღვარზე არ შეუშვეს. ისინი კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირენული მოვლენების გასაშუქებლად მიემგზავრებოდნენ.  საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 6 დეკემბერს კიევში არ შეუშვეს მათი გადამღები ჯგუფიც.

კოალიცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლება პასუხისგმებლობით ეკიდებოდეს საზოგადოების ინტერესს - მიიღონ ინფორმაცია უშუალოდ მოვლენათა ეპიცენტრიდან და დაუშვებელია ამ მიზნის მიღწევაში რომელიმე მედიასაშუალებას მუშაობა შეეზღუდოს“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ელჩი უკრაინაში ჟურნალისტების არშეშვებაზე: შესაბამისი ნოტა გაიგზავნება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^