Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იური ლუცენკო: სააკაშვილი იქნება დაკავებული

06 დეკემბერი, 2017 18:52

უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტს აუცილებლად დააკავებენ. როგორ მან რადაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დაკავება ვერც გუშინ და ვერც ღამით ვერ შეძლო. 

მისი განმარტებით, გუშინდელი ღამის და დღევანდელი მოვლენები იყო აბსოლუტურად კანონიერი, რადგან  სააკაშვილზე გაქცევის შემდეგ ძებნა გამოცხადდა და ის უნდა დააკავონ.  

„ეს არის კანონიერი და აუცილებელი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში. მაგრამ, ჩვენ შეგვეძლო ვყოფილიყავით უფრო ეფექტურებიც. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იმ 12 თანამშრომელს, რომლებსაც სააკაშვილი დასაკითხად მიჰყავდათ, კანონის თანახმად ცეცხლი უნდა გაეხსნათ. მაგრამ, ჩვენ ვფიქრობთ სახელმწიფოზე, სააკაშვილი კი, უკრაინელების ზურგს უკან დამალული, მხოლოდ ამ სახელმწიფოს შერყევასა და საკუთარ პირად კომფორტზე ფიქრობს. სააკაშვილი იქნება დაკავებული და ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შეუძლია, თუ მართლა კაცია და თუ ნამდვილად ცოტათი მაინც უყვარს უკრაინა, დღეს გამომძიებლებისთვის ჩვენების მისაცემად ვლადიმირის ქუჩაზე მისვლაა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ არ განადგურდეს უკრაინა,“ -განაცხადა იური ლუცენკომ.

მიხეილ სააკაშვილის დაკავება პირველად 5 დეკემბერს სცადეს, მას უკრაინის პოლიცია ბრალად უყენებს იანუკოვიჩთან დაახლოებული და ძებნილი ოლიგარქის სერგეი კურჩენკოსგან დანაშაულებრივი ჯგუფის ინტერესების დაცვის სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარამდე თანხის აღებას. ეს ფული კი, უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების დამხობისთვის უნდა დახარჯულიყო.

სააკაშვილი საკუთარ სახლში 5 დეკემბერს დააკავეს, თუმცა სანამ მას ტერიტორიიდან გაიყვანდნენ ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სამართალდამცველებისგან გამოიხსნეს. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად რადის წინ გადაინაცვლა და საპროტესტო აქცია დაიწყო. მათ წუხანდელი ღამე კარვებში გაატარეს. 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად გამოაცხადა ძებნილად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 დეკემბერი
18 დეკემბერი

სალაძე: 2018-ში სახელმწიფო გაცილებით ნაკ ...

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კ ...
18 დეკემბერი
18 დეკემბერი

ქებურიას ადვოკატი: ეს კლასიკური მაგალითი ...

თბილისის პროკურატურამ „ბირჟა მაფიის“ წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ სისსხლის სამართლებრივი დევნა შე ...
18 დეკემბერი
18 დეკემბერი

გიორგი ქებურია: როგორ იქნა, გამოძიებამ დ ...

ჯგუფ „ბირჟა მაფიის" წევრი, რეპერი გიორგი ქებურია ამბობს, რომ, როგორც იქნა, გამოძიებამ დაადასტურა მისი უდანაშა ...
^