Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან, მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ

07 დეკემბერი, 2017 11:01

გიორგი კვირიკაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ისაუბრა, რომლის დროსაც ორი მოსწავლე დაიღუპა. მისი თქმით, აუცილებელია სამომავლოდ შეიმუშავონ გზები, რითაც მსგავს შემთხვევებს აიცილებენ თავიდან. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტიანად იმუშავა პროკურატურასთან ერთად და მე მგონი, ყველას გაუქრა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ვინმე შეიძლებოდა, ამ ტრაგედიის მერე დაუსჯელი დარჩენილიყო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთავარი მაინც არის ის, მომავლისთვის ჩვენ შევიმუშაოთ ის გზები, რომ ასეთი ტრაგედია თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა პრემიერმა. 

მისი თქმით, ახლავე საჭიროა გარკვეული ზომების მიღება, რათა სკოლა და შემოგარენი დაცული იყოს. ახალგაზრდებთან კი საჭიროა საუბარი პრობლემების მოსასმენად და გადასაჭრელად. 

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება ტომებად დაწერილი სტრატეგიები, რომლებიც შეიძლება არასოდეს არ განხორციელდეს, ჩვენ გვინდა ახლავე გარკვეული ზომების მიღება იმისათვის, რომ სკოლა, მისი შემოგარენიც, მათ შორის იყოს დაცული, რათა მშობლებს არ ეშინოდეთ სკოლაში ბავშვის გაშვება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმისათვის, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ, ჩვენ გვჭირდება საუბარი ჩვენს შვილებთან, ჩვენს ახალგაზრდებთან. მეტად უნდა მოვუსმინოთ მათ. მათ აქვთ იდეებიც, აქვთ თავიანთი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება განსხვავებული იყოს ჩვენი დამოკიდებულებისგან ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ეს დამოკიდებულება ძალიან ხშირ შემთხვევაში გასათვალისწინებელი არის ხოლმე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^