Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახიძე: ხელისუფლების უკანონო მოქმედებებმა ქვეყნის ინტერესები არ უნდა დააზიანოს

07 დეკემბერი, 2017 12:49

„საქართველოს ხელისუფლების უკანონო მოქმედებებმა არ უნდა დააზიანოს ქვეყნის ინტერესები“, - ფრაქცია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთარ კახიძე ხელისუფლებას აფრთხილებს.

მისი თქმით, „ევროპული სასამართლოს" აღმასრულებელმა ორგანომ გამოსცა რეზოლუცია, საქმე ეხება აზრებაიჯანის მოქალაქეს ილგარ მამადოვს, ვის საქმეზეც დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა, ისევე, როგორც ეს მოხდა ვანო მერაბიშვილის საქმეზე. მინისტრთა კომიტეტი სთხოვს აზერბაიჯანის ხელისუფლებას  მამადოვის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რაც ასევე გაფრთხილებაა საქართველოს ხელისუფლებისთვის. 

„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც გახლავთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღმასრულებელი ორგანო გამოსცა რეზოლუცია, საქმე  ეხება აზერბაიჯანის მოქალაქე, ილგარ მამადოვს, მის საქმეზე დადგინდა მე 18 - მუხლის დარღვევა, ისევე, როგორს ვანო  მერაბიშვილის საქმეზე და მინისტრთა კომიტეტი სთხოვს აზერბაიჯანის ხელისუფლებას უპირობო და დაუყონებლივ გათავისუფლებას.

ილგარ მამედოვი ვანო მერაბიშვილის მსგავსად ციხეში იმყოფება 2013 წლის პირველი ნახევრიდან. მას ვანო მერაბიშვილის მსგავსად  2014 წელს გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი. მიუხედავად ამისა, მინისტრთა კომიტეტი მიუთითებს, რომ მე-18 მუხლის დარღვევის შემთხვევაში, ყველა განმცხადებელი თავისუფლდება და მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყონებლივ გაათავისუფლოს მე 18 მუხლით დარღვეული განმცხადებელი. 

ეს არის ასევე მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართაც, ვინაიდან ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ, უფრო მაღალი ლეგიტიმაციის სასამართლომ, ვიდრე ეს იყო მამედოვის შემთხვევაში, დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა. დაადგინა, რომ ხელისუფლება იყენებდა მერაბიშვილის პატიმრობას პარტიის თავმჯდომარეზე. 

ინფორმაციის გამოძალვის მიზნით და შესაბამისად ეს არის იგივე მოწოდება საქართველოს ხელისუფლებისადმი, ვინაიდან იდენტური არის საქმეები და შემთხვევები.  ორივე შემთხვევაში დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა და თუ ჩვენ არ გვინდა, საქართველოს ხელისუფლების უკანონო მოქმედებებმა დააზიანოს ქვეყნის ინტერესები საზოგადოებამ უნდა მოვუწოდოთ, ჩვენს ხელისუფლებას დროულად გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და  უზრუნველყოს  მერაბიშვილის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება სასჯელაღსრულების სისტემიდან“ - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^