Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გახარია: საპატრულო პოლიცია იქნება მობილიზებული, რომ სკოლებში უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს

07 დეკემბერი, 2017 15:06

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მინისტრი მანდატურის ინსტიტუტსა და სკოლის უსაფრთხოების საკითხს შეეხო. მისი თქმით, დღეს მანდატურის სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტიანი იმ გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს გვაქვს და არა იმის, 5 ან 10 წლის წინ რომ გვქონდა. 

როგორც გახარიამ აღნიშნა, ახლა მთავარი ამოცანაა მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის ზრდა და ამისთვის შეიქმნა სწორედ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს როგორც განათლების სამინისტრო, ასევე გენერალური პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო. 

„იქამდე, ვიდრე ეს არ მოხდება, საპატრულო პოლიცია იქნება მაქსიმალურად მობილიზებული და ყველა რესურსს მოახმარს იმას, რომ უსაფრთხოების ზომები სკოლებში იყოს დაცული. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სანამ ეს სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტი მოხდებოდა, დაახლოებით ორი კვირით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და რამდენიმე ეკიპაჟი რამდენიმე სკოლასთან - თუ არ ვცდები, 80-85 სკოლა იყო, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უკვე პატრულირებდნენ დილის საათებში, მძიმე „ტრაფიკის“ დარეგულირების მიზნით და მშობლებისა და ბავშვების დასახმარებლად. 

პატრულის როლი აქ, რა თქმა უნდა, შეიცვლება. გვესმის ხმა, როდესაც ჩვენი მოქალაქეეები ამბობენ, რომ არ არის პოლიციის ადგილი სკოლაში და ჩვენც ამას ვეთანხმებით - პოლიციის ადგილი სკოლაში არის მაშინ, როდესაც ხდება სამართალდარღვევა, რომლის პრევენციაზეც პოლიციამ უნდა იმუშაოს. სკოლაში უნდა იყოს მანდატურის სამსახური, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი სამუშაო კომუნიკაცია აწყობილი შესაბამის უწყებებთან შს სამინისტროში. საუბარია მთელი ქვეყნის მანდატურების სისტემაზე“, - განაცხადა გახარიამ. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^