Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენმა „ბიბლუსის“ წინააღმდეგ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

07 დეკემბერი, 2017 15:06

2017 წლის 4 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „ბიბლუსს“ განსხვავებული მოსაზრებების გამო პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შპს „ბიბლუსის“ მხრიდან გ.კ.-ს მიმართ 2017 წლის 21 თებერვალს გამოვლინდა პირდაპირი დისკრიმინაცია, განსხვავებული შეხედულებების ნიშნით.

„საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებელმა, სხვა დასაქმებულებთან ერთად, შპს „ბიბლუსში“ არსებულ შრომის პირობებზე  საჯაროდ - ფეისბუქის მეშვეობით ისაუბრა. 2017 წლის 15 თებერვალს განმცხადებელი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან შრომითი ხელშეკრულებითა და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევების გამო.

მოგვიანებით, განმცხადებელმა სცადა „ბიბლუსი გალერეაში“ შესულიყო, როგორც მომხმარებელი, თუმცა კომპანიის წარმომადგენელმა ის შენობაში არ შეუშვა. შენობაში შეღწევიდან რამდენიმე წუთში მას ობიექტის დაცვის თანამშრომელმა შენობის დატოვება მოსთხოვა. დაცვის თანამშრომელმა განმცხადებელს განუმარტა, რომ მისმა„საქციელმა, გამოიწვია ძალიან დიდი არეულობა, [...] აურზაური, ხმაური, არეულობა...“ და ამდენად,„ზემდგომმა ხელმძღვანელებმა ჩათვალეს საჭიროდ [...], რომ [განმცხადებელს] არ აქვს შემოსვლის უფლება“; ის არის „არასასურველი და მიუღებელი სტუმარი“ და დაცვა გაფრთხილებულია, რომ განმცხადებელი„კატეგორიულად არ დაუშვან“  „ბიბლუსი გალერეას“ ტერიტორიაზე“.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ საჯაროდ საუბარი შპს „ბიბლუსში“ არსებულ შრომის პირობებზე, მიუხედავად იმისა, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს და იყო თუ არა შეურაცხმყოფელი, დაცული არის განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო განმცხადებლისათვის „ბიბლუსის გალერეას“ ტერიტორიაზე შესვლისა და მომსახურების აკრძალვა და მინიჭებული უფლებებით სარგებლობით შეზღუდვა იყო არაპროპორციული ზომა, რომელიც არ ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს და შესაბამისად, არ არის გამართლებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიიჩნია, რომ შპს „ბიბლუსის“ მხრიდან გ.კ.-ს მიმართ, 2017 წლის 21 თებერვალს, ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული შეხედულებების ნიშნით“,- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

“ბიბლუსის” კონსულტანტი: კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო გამათავისუფლეს

„აუდიტორია 115-მა“ „ბიბლუსი გალერისთან“ აქცია გამართა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 დეკემბერი
18 დეკემბერი

სალაძე: 2018-ში სახელმწიფო გაცილებით ნაკ ...

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კ ...
18 დეკემბერი
18 დეკემბერი

ქებურიას ადვოკატი: ეს კლასიკური მაგალითი ...

თბილისის პროკურატურამ „ბირჟა მაფიის“ წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ სისსხლის სამართლებრივი დევნა შე ...
18 დეკემბერი
18 დეკემბერი

გიორგი ქებურია: როგორ იქნა, გამოძიებამ დ ...

ჯგუფ „ბირჟა მაფიის" წევრი, რეპერი გიორგი ქებურია ამბობს, რომ, როგორც იქნა, გამოძიებამ დაადასტურა მისი უდანაშა ...
^