Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუსი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა შალელაშვილის უწყებაში დაბარებას უარყოფს

07 დეკემბერი, 2017 18:17

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი შოთა შალელაშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა. თუმცა, როგორც „ლიბერალს“ სუს-ში განუცხადეს დეპუტატი მათ არ დაუბარებიათ. პარლამენტის წევრებს კი საჯარო დაწესებულებაში შესვლის უფლება აქვთ და შალელაშვილი შეიძლება დამოუკიდებელი მიზეზების გამო მისულიყო სუს-ში.

თავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა უწყებიდან გამოსვლისას „რუსთავი 2-თან" არ განმარტა მიზეზი, რის გამო იმყოფებოდა იქ. თუმცა, შალელაშვილმა თქვა, რომ პრემიერისადმი მის მიერ დღეს გამოქვეყნებული მიმართვა, სადაც ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებას ითხოვდა, არაფერ შუაშია.

შალელაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას გამოეხმაურა შს მინისტრი. „სტუმრად მივიდა?“ - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, შალელაშვილის სუს-ში დაბარებაზე.

შოთა შალელაშვილმა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით დღეს მიმართა. ის ინიციატივას გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭიროს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ისრაელის დედაქალაქად აღიაროს იერუსალიმი.ვშალელაშვილის აზრით, ამ გადაწყვეტილებით საქართველო თავისი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აშშ-ის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და გახდება მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის მონაწილე.

გიორგი კვირიკაშვილმა შალელაშვილის საპასუხოდ თქვა, რომ უმრავლესობის წევრისგან ასეთი წერილების მიწერა პრემიერისადმი, მისთვის მიუღებელია. „უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის არის მიუღებელი. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა მოხდეს მსჯელობა და სახელმწიფომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია“, - თქვა კვირიკაშვილმა.

შოთა შალელაშვილმა მმართველ გუნდთან შეუთანხმებელი განცხადება ადრეც გააკეთა, როცა დეპუტატმა წულუკიანის განცხადებას სახალხო დამცველზე უპასუხისმგებლო უწოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^