Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე თბილისის მერიაში მოქალაქეების მიღებისთვის სპეციალურ ჯგუფს და საათებს გამოყოფს

07 დეკემბერი, 2017 16:42

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას ბევრი მოქალაქე შეხვედრის თხოვნით მიმართავს. ხოლო იმის გამო, რომ თავად ყველა მოქალაქესთან ფიზიკურად შეხვედრას ვერ მოახერხებს, კალაძემ გადაწყვიტა, უწყებაში სპეციალური ჯგუფი შეიქმნას, რომელიც მერიაში კვირაში ორი დღეს მოქალაქეებს მიიღებს. „მივიღე გადაწყვეტილება, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც კვირაში ორჯერ განახორციელებს მოქალაქეების მიღებას. მოისმენს მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას და რეაგირებას გავაკეთებთ შესაბამისი სამსახურებისა და კომპეტენციის ფარგლებში. ეს დღეები იქნება ხუთშაბათი და პარასკევი. მომავალი ხუთშაბათიდან უკვე შესაძლებელი იქნება დილის 10-დან 3 საათამდე, ხოლო პარასკევს, პირველი საათიდან საღამოს 6 საათამდე.“ - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში ის წარმოადგენს ინოვაციურ პროგრამასაც, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები თბილისის განვითარებისთვის კონკრეტულ იდეებსა და პროექტებს მერიაში მისვლის გარეშე მიაწვდიან მის უწყებას. „ადამიანებს, ვისაც ექნება კონკრეტული პროექტები და ხედვები ქალაქთან დაკავშირებით. მათ პირდაპირ, მერიაში მოსვლის გარეშე ექნებათ შესაძლებლობა, ეს ინფორმაცია ან პროექტი მიაწოდოს მერიას. ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენად კარგი იქნება ამ კონკრეტული პროექტის განხორციელება.“ კალაძის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, ქალაქის განვითარებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^