Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრანსგენდერი ქალი სასჯელაღსრულების მინისტრს დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მიმართავს

07 დეკემბერი, 2017 19:09

თბილისის პრობაციის ბიუროში ტრანსფობიური მოპყრობის გამო, აღრიცხვაზე მყოფმა ტრანსგენდერმა ქალმა პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს განცხადებით მიმართა - ამის შესახებ განცხადებას „თანასწორობის მოძრაობა" ავრცელებს. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბიუროში გამოცხადებისა და ოფიცერთან ურთიერთობის დროს ტრანსგენდერი ქალი უსიამოვნებებს ბიუროში თითქმის ყოველი გამოცხადების დროს აწყდება.

„ბიუროს თანამშრომლების მხრიდან ხშირად აქვს ადგილი დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ და უხეშ დამოკიდებულებას, რაც მისთვის პატივისა და ღირსების შემლახველია.

მისი განცხადებით, ბიუროს თანამშრომლების ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ტრანსფობიური და დისკრიმინაციული განწყობებით მისი გენდერული იდენტობის გამო.

განცხადებით ტრანსგენდერი ქალი ითხოვს თბილისის პრობაციის ბიუროში ნეიტრალური, მიუკერძოებელი, არადისკრიმინაციული და ადამიანის ღირსების შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფას.

პრობაციის ბიუროს თანამშრომლები ვალდებულნი არიან, სათანადო პატივისცემა გამოიჩინონ პრობაციონერების მიმართ და მოექცნენ მათ ღირსეულად, მიუხედავად ნებისმიერი ნიშნისა. მსგავსი დამოკიდებულების არსებობა ყოვლად მიუღებელი და გაუმართლებელია" - ნათქვამია „თანასწორობის მოძრაობის" განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^