Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს „ლიბერალისა" და „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ერთობლივი ვიდეოს პრეზენტაცია გაიმართება

08 დეკემბერი, 2017 13:14

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „აკესო“ და „ლიბერალი“ დღეს ნარკოპოლიტიკის შესახებ მომზადებული ვიდეოების პრეზენტაციას მართავს.

საჯარო ჩვენება დღეს, საღამოს 7 საათზე Frontline Georgia-ში გაიმართება.

„საჯარო ჩვენებაზე ნახავთ „თეთრი ხმაურის მოძრაობისა“ და „ლიბერალის“ მიერ ერთობლივად მომზადებულ დოკუმენტურ ვიდეოს - „სანამ ხალხთან ომი დასრულდება“. ვიდეო ნარკომომხმარებლების მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შედეგებს წარმოაჩენს. მასში ნაჩვენებია, შეიცვალა თუ არა ეს მიდგომა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში. რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლი ადამიანები თავიანთ ისტორიებს გვიზიარებენ, დარგის ექსპერტები კი იმ პოლიტიკის შედეგებს აფასებენ, რომელიც ქვეყანაში უკვე 10 წელზე მეტია გრძელდება. იურისტები ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების მიდგომასა და პრაქტიკაზე იმსჯელებენ.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობათ ნარკომომხმარებელ ქალებს, რომლებიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფს წარმოადგენენ. „აკესოს“ მიერ მომზადებულ ვიდეოში ნარკომომხმარებელი ქალები ჰყვებიან იმ სტიგმის შესახებ, რომელთან ერთად ცხოვრებაც ყოველდღიურად უწევთ. ჰყვებიან, შიშზე, რომელშიც საზოგადოების დამოკიდებულების გამო ცხოვრობენ. ამის გამო, ისინი საზოგადოებას ემალებიან. ღონიძისძიებაზე ნარკომომხმარებელი ქალების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მიმოხილვა, ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართება", - აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^