Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის კინოფეტივალზე მერაბ კოკოჩაშვილს საპატიო „ოქროს პრომეთე“ გადაეცა

08 დეკემბერი, 2017 15:09

გუშინ თბილისის მე-18 კინოფესტივალზე რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს საპატიო „ოქროს პრომეთე“ გადაეცა და მისი ფილმის „დიდი მწვანე ველის" სპეციალური ჩვენება გაიმართა. 

კინოსა და ვიდეოხელოვნების დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა „არსენალმა", წელს 3 ქართულ ფილმს რესტავრაცია გაუკეთა და ციფრულ ფორმატში გადაიტანა. მათ შორისაა მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველიც“. ფესტივალზე სპეციალურ ჩვენებაში წარმოდგენილი ქართული კინოკლასიკა, განახლებული ფორმატით იყო ნაჩვენები. 

50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე მერაბ კოკოჩაშვილის „დიდი მწვანე ველი" გამოვიდა. ფილმი 2006 წელს ქართველმა კრიტიკოსებმა „საუკეთესო ქართული ფილმის" ჩამონათვალში, პირველ ადგილზე დაასახელეს. 

კოკოჩაშვილმა მოსკოვის კინემატოგრაფის საკავშირო ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკლტეტზე ჩააბარა. საკურსო ნამუშევარი ვაჟა-ფშაველას „ხმელი წიფელის" მიხედვით გადაიღო. ფილმი მოსკოვში ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე სპეციალური პრიზითა და ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა; ასევე ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა ვენაში, საერთაშორისო კინოფესტივალზე. მოგვიანებით გადაიღო მხატვრული ფილმები: „კარდაკარ", „არდადეგები", „მიხა" და სცენარისტ მერაბ ელიოზიშვილთან ერთად, „დიდ მწვანე ველზე" შეუდგა მუშაობას. ფილმის ოპერატორად გიორგი გერსამია მიიწვიეს. მთავარ როლებში დოდო აბაშიძე, ლია კაპანაძე და მზია მაღლაკელიძე დაამტკიცეს. 

მერაბ კოკოჩაშვილი 60-იანელთა თაობას მიეკუთვნება. იმ თაობას, რომელიც კინოში მოსვლისთანავე საბჭოურ ცენზურას დაუპირისპირდა და საკუთარი მოქალაქეობრივი, მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია ეკრანზე გამოხატა. 

ფოტო: ნინუცა მანდარია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^