Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროკავშირში შესაძლოა შაურმა აიკრძალოს

08 დეკემბერი, 2017 17:45

ევროპარლამენტი ახალ რეგულაციაზე მსჯელობს. დეკემბრის ბოლოს, ევროკავშირის ქვეყნებში შესაძლოა, აიკრძალოს ფოსფატის გამოყენება, რაც აუცილებელია შაურმის ხორცისთვის, რომ მან ფორმა და სურნელი არ დაკარგოს ვერტიკალური შეწვის დროსაც კი. შაურმის ინდუსტრიას, სადაც ევროკავშირის მასშტაბით 200 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ეს დიდ საფრთხეს უქმნის. დიდ ბრიტანეთში ყოველდღიურად 1.3 მილიონი ერთეული შაურმა იყიდება, ის ყველაზე პოპულარული „ფასთ ფუდია“ გერმანიაშიც, სადაც ახალ შესაძლო რეგულაციას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.

„თუ ევროპარლამენტი ახალ რეგულაციას მიიღებს, ის მთელი დონერ ინდუსტრიისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება“, - თქვა გერმანიაში დონერ-შაურმის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ქენან ქოიუნჩუმ.

რეგულაციის წინააღმდეგია ევროპარლამენტარი, რენატ სომერი, რომელიც კანცლერ ანგელა მერკელის გუნდის წევრია. „ფოსფატის აკრძლავა შაურმის პროდუქციისთვის დასასრული იქნება. ეს კი ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას ნიშნავს“, - თქვა სომერმა.

ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა არ მიიღო ევროკომისიის წინადადება, რომ ფოსფორის მჟავის, ფოსფატებისა და პოლიფოსფატების გამოყენება დაეშვათ ძროხის, ხბოს, ცხვრისა და ფრინველის ხორცის წარმოებაში. ევროპარლამენტი დეკემბერში კიდევ ერთხელ განიხილავს ამ საკითხს და თუ კომისიის წინადადებას კიდევ ერთხელ უარყოფენ, მაშინ შაურმის წარმოება დიდი რისკის ქვეშ დადგება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^