Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თეთრი ხმაურის მოძრაობა": მსჯავრდებულთა მცირე ჯგუფს შიმშილობა უკვე დაწყებული აქვს

09 დეკემბერი, 2017 23:06

„თეთრი ხმაურის მოძრაობის" განცხადებით, მსჯავრდებულთა მცირე ჯგუფს შიმშილობა უკვე დაწყებული აქვს.

მოძრაობის ინფორმაციით, მათი რაოდენობა ათ კაცს აღწევს და ხვალისთვის შესაძლოა პროტესტს სხვა პატიმრებიც შეუერთდნენ. 

აქტივისტების განცხადებით, მსჯავრდებულებმა შიმშილობა აქციის მხარდაჭერის მიზნითა და საკანონმდებლო ცვლილების დაჩქარების მოთხოვნით დაიწყეს.

„ჩვენ, ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის მებრძოლ ადამიანებს ისღა დაგვრჩენია გავამხნევოთ და დავიცვათ როგორც პატიმრები ისე საკუთარი თავი, ვაჩვენოთ გადაწყვეტილების მიმღებთ, რომ ბევრნი ვართ და არ ვაპირებთ უკან დახევას, მოვთხოვოთ პარლამენტს დროულად გადაწყდეს კანონპროექტის ბედი", - აცხადებს „თეთრი ხმაურის მოძრაობა".

მათი თქმით, დროა დასრულდეს მომხმარებელთა მიმართ ძალადობრივი, სადამსჯელო მიდგომები და პოლიტიკა დაეფუძნოს ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ზიანის შემცირებასა და პრევენციაზე ზრუნვას. საზოგადოება, როგორც არასდროს, ერთიანი და მყარია საკუთარ გადაწყვეტილებში. მოხმარების და მიზერულ ოდენობებზე დაკავებული პატიმრები ელიან ახალ წლამდე ოჯახებში დაბრუნებას.

„ჩვენ უკვე წლებია ვისმენენ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისგან, რომ მომხმარებლები ციხეში არ უნდა ისხდნენ, თუმცა არაფერი შეცვლილა. ველოდებით კანონს, რომელმაც პატიმრებს თავისუფლება, პრობაციონერებს ადამიანური ყოფა უნდა დაუბრუნოს, საკანონმდებლო პროცესი კი ჭიანურდება. პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აქართველოს პარლამენტი იძლეოდა დაპირებას, რომ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და ჯანდაცვის კომიტეტის ერთობლივი რეფორმის ბედი საშემოდგომო სესიაზე გადაწყდებოდა, სესია იწურება, საკომიტეტო მოსმენები კი არც დაწყებულა. როგორც გარეთ, ისე საპატიმროებში დაძაბულობის ხარისხი ყოველ წამს იზრდება", - ნათქვამია განცხადებაში.

„გამოდი გარეთ ახალი ნარკოპოლიტიკისთვის", - „თეთრი ხმაურის მოძრაობა" საზოგადოებას მოუწოდებს, ხვალ, 10 დეკემბერს, 5 საათზე ვარდების მოედანზე აქციას შეუერთდნენ.

კანონპროექტის მხარდამჭერი აქცია იგეგმება, ხვალ, 10 დეკემბერს ბათუმშიც, ერას მოედანზე 17:00-ზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 დეკემბერი
17 დეკემბერი

თუ ოპოზიციის აქცია კანონის ფარგლებში იქნ ...

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, ნაციონალური  მოძრაობის მიერ დაანონსებული აქციის შესახებ, ჟურ ...
17 დეკემბერი
17 დეკემბერი

„შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რა ...

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ კადრების გამო, რაც ვნახეთ" - ასე აფასებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს ...
17 დეკემბერი
17 დეკემბერი

გორში, სავარაუდოდ, ინტოქსიკაციის შედეგად ...

გორში, სავარუადოდ, ინტოქსიკაციის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, ორი კი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილ ...
^