Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს

10 დეკემბერი, 2017 12:25

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს.  არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო. როგორც ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, ეს არ არის საბოლოო შედეგი და შესაძლოა, პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართოს. დავით ასათიანის შემდეგ ხმების რაოდენობით ლევან ჯანაშია მოდის. 

წესის თამახმად, გამარჯვებულმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს, არჩვენებში სულ 2324 ადვოკატი დარეგისტრირდა.


ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატების მიერ მოპოვებული ხმათა რაოდენობა ასეთია: ებრალიძე დავითი - 31 ხმა; გაგნიძე გრიგოლი - 3 ხმა; ოსეფაშვილი ვასილ -3 ხმა; ჯაოშვილი ვაჟა -2 ხმა; ბესელია იასონ -10 ხმა; ჭკადუა ირმა -53 ხმა; ლანჩავა დავითი -160 ხმა; ჩხაიძე ელგუჯა -3 ხმა; ჯანაშია ლევანი - 632 ხმა; მარგიანი ონისე -2 ხმა; კობაიძე ალექსი- 1 ხმა; ასათიანი დავითი -1128 ხმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობისთვის 12 კანდიდატი იბრძოდა. 

ფოტო: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“

------------------------------------------------------------

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიატთა სია:

დავით ასათიანი

მისი საარჩევნო პროგრამის მთავარი მესიჯებია:

  • ადვოკატთა უფლებების განუხრელად დაცვა
  • ადვოკატის საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება 
  • კლიენტის ადვოკატთან იდენტიფიცირების აკრძალვა  
  • ადვოკატის როლისა და ფუნქციების პოპულარიზაცია (სარეკლამო რგოლები)
  • მყარი მინიმალური ჰონორარის პრინციპი
  • უცხოელ ადვოკატთა ქსელებსა და უცხო ქვეყნის საადვოკატო ბაზებთან ინტეგრაცია • ნებაყოფლობითი ვიწრო სპეციალიზაცია
  • ექსკლუზიური წარმომადგენლობა სასამართლოს ყველა ინსტანციაში

ბიოგრაფია:

საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს 1999 წლიდან.

1995 წელს– დაამთავრა თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი;

1997 წელს– დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სპეციალობა საერთაშორისო სამართალი;

2001 წელს –დაამთავრა თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა; 

2012 წელს– CEDR-ის აკრედიტირებული მედიატორი;

2005 წლიდან – იურიდიული კომპანია ,,ასათიანი და ადვოკატების” მმართველი პარტნიორი;

2005 წელიდან –სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” წევრი;

2006-2010 წლებში– სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” აღმასრულებელი საბჭოს წევრი;

2008-2010 წლებში– სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” წარმომადგენელი CCBE - ში (ევროპის ადვოკატთა ორგანიზაციების გაერთიანება);

2009-2013წლებში–არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” (GLIP) დამფუძნებელი და თავმჯდომარე;

2010 წლიდან -ადვოკატთა და მოსამართლეთა სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე;

2012-2013 წლები–კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მმართველი კომიტეტის წევრი (თავმჯდომარე);

მიღებული აქვს პროფესიული გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, დანიის სამეფოში, ბელგიის სამეფოში, გერმანიაში, ისრაელში, ჩეხეთსა და რუმინეთში მართლმსაჯულების სისტემის და იურიდიული პროფესიის მოწყობასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩეულია 2013 წლის დეკემბერში.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

დავით ლანჩავა

„ახალი ხედვა ახალი შესაძლებლობები“ - ასეთია მისი პროგრამის სახელწოდება. 

  • საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა
  • სასამართლოსთან კოორდინაცია
  • ერთობლივი იურიდიული სტანდარტების შემუშავება და რეაგირების საერთო მექანიზმის შექმნა
  • ყველას ადვოკატის ჩართულობა კონფერენციებში, სემინარებსა და მივლინებებში

„აუცილებელია ყველასთან მისვლა იმის გასაგებად, თუ რა სტკივათ ან რა პრობლემები აქვთ. ასევე, აუცილებელია იმ ნდობის მოპოვება, რომლის მეშვეობითაც ეს უზარმაზარი ინსტიტიუტი თავის ადგილზე დადგება“,- დავით ლანჩავა.

ბიოგრაფია:

საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს 1992 წლიდან.

1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იუსტიციის სამინისტროს ეგიდით მონაწილეობდა სამთავრობო კომისიებში და საერთაშორისო კონფერენციებში.

2002–2003 წლებში–ჩააბარა მოსამართლეობის და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები.

2008–2009 მონაწილეობდა ევროპის ადვოკატთა  ასოციაციის კომიტეტებში და კონფერენციებში ისრაელში, კოპენჰაგენში, ბუქარესტში და თბილისში. გავლილი აქვს ტრენინგები სასამართლო ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში, საგადასახადო სამართლის აქტუალურ საკითხებზე.

2011 წელს ჩააბარა პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო  გამოცდა. მონაწილეობდა გერმანია–საქართველოს ერთობლივ ტრენინგში იურიდიული პროფესიის განვითარების საკითხებზე და ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მნიშვნელობაზე საქართველოში, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ტრენინგებში,  ინტელექტუალური საკუთრების სასაზღვრო დაცვის ღონისძიების სამუშაო შეხვედრა–ტრენინგში, საავტორო და სასაქონლო ნიშნების სამართალწარმოების და განხილვების შესახებ მოწყობილ სამუშაო შეხვედრა–ტრენინგში ქ. ბათუმში. გერმანიის ადვოკატთა ასოციაციის მიერ მოწყობილ სამუშაო შეხვედრა–ტრენინგში ქ. ბერლინი.

1992 წლიდან– ხელმძღვანელობს საადვოკატო ოფისს.

2005 წლიდან– საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.

2005–2009 წლებში–საქართველოს  ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი. 2009–2013წლებში–არასამთავრობო ორგანიზაცია–,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის(GLIP)“ დამფუძნებელი და გამგეობის წვრი. 

2013 წლის 21 დეკემბერს აირჩიეს GLIP–ის  თავმჯდომარედ.

საუბრობს რუსელ და ინგლისურ ენებზე.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩეულია 2013 წლის დეკემბერში.

ირმა ჭკადუა

საქართველოს სახელმწიფო  ფიზ. აღზრდისა და სპორტის აკადემიის თბილისის მართვის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი - სამართალმცოდნეობის სპაციალობა

2001 წლიდან - ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას

2003-2004 წლებში - თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი

2006 წლიდან - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (საერთო სპეციალიზაცია)

2013 წლის დეკემბრიდან  არჩეულია სქართველოსადვოკატთაასოციაცისაღმასრულებელსაბჭოს წევრად

7 დეკემბერი, 2003- პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;  საქართველოს იუსტიციის საბჭო

9 ნოემბერი, 2003- ადვოკატთა საერთო ტესტირება, საქართველოს იუსტიციის საბჭო

20 მარტი, 2010 - საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის  გამოცდა

დავით ებრალიძე

საარჩევნო პროგრამა:

  • კანონმდებლობით დაცული და სერტიფიცირებადი ყველა შესაბამისი პროფესიული იურიდიული მომსახურების უფლება;
  • უნდა შეიზღუდოს დავებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არაპროფესიონალების მიერ; 
  • სასამართლო სისტემის პრეცედენტულ სამართალზე გადასვლა, რაც საბოლოოდ დაასრულებს მართლმსაჯულების რეფორმის გაუთავებელ ტალღებს.

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1987 წელს; 

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა 1990 წელს; 

ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი იურისტის კვალიფიკაციით 2003 წელს.

1991-1992 წწ. ფიზიკის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 

1992-1994წწ. გამომცემლობა "ლიცეუმის“ დირექტორი; 

1994-1996წწ. გაეროს განვითარების პროგრამის სახელმწიფო ადმინისტრირების პროექტის ოფიცერი; 

1996-2000წწ. საქართველოს კონტროლის პალატა, საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების უფროსი; 

2000-2001წწ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ექსპერტი; 

2001 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული "შვიდკაცას" ექსპერტი ფინანსურ საკითხებში; 

2001-2002წწ. სახელმწიფო კონტროლის/აუდიტის საკითხებში კანონპროექტთა პაკეტის ავტორი და ლობისტი; 

2001 წელს მსოფლიო ბანკის საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის პროექტი, კონსულტანტი საპრივატიზაციო მარკეტინგში; 

2003 წელს საქართველოს პარლამენტი, ლობისტი კანონპროექტზე ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან მომხმარებელთა ინტერესების დამცველის სამსახურის თაობაზე; 

2003 წელს ქ. თბილისის საკრებულო, ლობისტი ურბანული მიწების საკითხებზე; 

2003-2005 წწ. ენერგოომბუდსმენი, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი; 

2006-2012წწ. იურიდიული ფირმა "ებრალიძე და კომპანიის" ხელმძღვანელი; 

2012-2013წწ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; 

2013–2015წწ. იურიდიული ფირმა "ებრალიძე და კომპანიის" ხელმძღვანელი;

2015-2016 წლებში იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

ლევან ჯანაშია

საარჩევნო პროგრამა:

  • რეგიონალური ოფისების განვითარება;
  • ადვოკატთა უფლებების დაცვისა და მსგავსი საკითხებისთვის ასოციაციაში სპეციალური კომისიის შექმნა;
  • ადვოკატებისთვის საერთაშორისო ურთიერთობის განსხვავებული ფორმატით შეთავაზება.

ბიოგრაფია:

1999-2004 წლებში მიიღო იურიდიული განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2004 წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას. ამავე პერიოდიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2010 წლიდან არის შპს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ თავმჯდომარე.

2011 წლიდან იკავებს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორის პოზიციას.

2015 წლიდან არის იურიდიული კომპანია FLS full legal service -ის  პარტნიორი.

2004 წლიდან მუშაობს ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, სანივთო, სამოქალაქო საპროცესო და არასახელშეკრულებო ვალდებულებების მიმართულებით. არის რამოდენიმე სამეცნიერო სტატიის და კვლევის ავტორი.

არის სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოს (USAID/JILEP) თანაავტორი.

2004 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენ-პროფესორი.

2005-2007 წლებში უძღვებოდა სალექციო კურსებს სამართლისა და ეკონომიკის გერმანულენოვან ფაკულტეტზე.

2005-2008 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ექსპერტი სახელშეკრულებო და ვალდებულებით სამართალში.

2008-2011 წლებში უძღვებოდა სალექციო კურსებს კავაკასიის სამართლის სკოლაში.

2011-2013 წლებში უძღვებოდა სალექციო კურსებს საქართველოს უნივერსიტეტში.

2010 წლიდან უძღვება სალექციო კურსებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.

2013 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ექსპერტი, უძღვება ტრენინგ კურსებს პრაქტიკოსი ადვოკატებისათვის ვალდებულებით, სახელშეკრულებო და საპროცესო სამართალში, მედიაციასა და არბიტრაჟზე.

ელგუჯა ჩხაიძე

საადვოკატო უფლებამოსილებას ახორციელებს 2006 წლიდან.

დაამთავრა პაატა გუგუშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;

2007 წელი–ამერიკის იურისტთა ასოციაციის ტრენინგები–სასამართლო უნარჩვევების სრული კურსი;

2010 წელი–გაეროს უმაღლესი კომისარიატის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო იურიდიული სტანდარტის დაცვა;

2006 წელს–გაწევრიანდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში;

2011 წლიდან–არის მედია–კავშირის ,,ობიექტივი“ ადვოკატთა ჯგუფის ხელმძღვანელი;

ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას ,,უფლებადამცველები სამართლიანობისთვის“;

2011 წლიდან–ტელევიზიაში ,,ობიქტივი“ მიჰყავს გადაცემა ,,იურისტის საათი“;

2010 წლიდან–არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე;

2000 წლიდან– არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ომის ვეტერანთა კავშირის ,,ბეგთარი“ გამგეობის წევრი;

1995–2008 წლებში– მუშაობდა გაზეთში ,,საქართველო“ ჟურნალისტად, პოლიტიკური განყოფილების უფროსად, რედაქტორის მოადგილედ, რედაქტორად და დიტექტორად;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიაში არჩეულია 2013 წლის დეკემბერში.

ვასილ ოსეფაშვილი

საარჩევნო პროგრამა:

  • ადვოკატთა კორპუსის კვალიფიკაციის ამაღლება და გაძლიერება
  • შეურიგებელი ბრძოლის წარმოება, პოლიტიკური ხელისუფლების ზოგად ძალმომრეობით პოლიტიკასთან–საკანონმდებლო დონეზე,სისხლის სამართლის საქმეში შეასუსტოს ადვოკატის უფლებები პროკურორის უფლებების გაზრდის პარალელურად;
  • დაცვა–ბრალმდებლის უფლებების გათანაბრება და შეჯიბრებითობის პრინციპის სრულფასოვანი უზრუნველყოფა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^