Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლომჯარია ნარკოპოლიტიკაზე: წლების განმავლობაში მკაცრმა პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო

10 დეკემბერი, 2017 13:25

დროა დაიწყოს სერიოზული მსჯელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

"ქვეყანაში ნარკომომხმარებელი და ნარკოდამოკიდებული პირების ძალიან მაღალი რაოდენობაა. ეს არის ნამდვილად ძალიან სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში იყო ძალიან მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ამ მიმართულებით, მე ვფიქრობ და კვლევებიც და ფაქტებიც ცხადყოფს, რომ ამ მიდგომამ მთავარი შედეგი ვერ გამოიღო. კვლევები აჩვენებს, რომ იზრდება ნარკოდამოკიდებულების და ნარკომომხმარებლების რაოდენობა. ამიტომ, დღეს დროა დაიწყოს სერიოზული მსჯელობა ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს მიდგომა არ უნდა იყოს მხოლოდ რეპრესიული და აუცილებელია, აქცენტი გაკეთდეს განათლებაზე, პრევენციაზე, კონსულტაციაზე, დახმარებაზე და ნარკოდამოკიდებული პირების რეაბილიტაციაზე. მომხმარებლის კრიმინალიზაცია საბოლოო ჯამში ვერ გვაძლევს ნარკოდამოკიდებული პირების რაოდენობის შემცირებას. პირიქით, ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტად იჩაგრებიან, ხშირ შემთხვევაში სოციალურად დაუცველები ხდებიან. დღეს არის ნამდვილად დრო, რომ სახელმწიფომ გადახედოს თავის პოლიტიკას ნარკოდამოკიდებული პირების შემცირების საქმეში", - განაცხადა ლომჯარიამ.

„გამოდი გარეთ ახალი ნარკოპოლიტიკისთვის", - „თეთრი ხმაურის მოძრაობა" დღეს, 10 დეკემბერს, 5 საათზე ვარდების მოედანზე აქციას მართავს. „გადამწყვეტი ბრძოლა გამარჯვებისთვის",  - მოძრაობაში ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის კანონპროექტის უცვლელად მიღება ხელისუფლების ვალდებულებაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^