Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სანდრა რულოვსი: ფეხზე ადექი, კიევო! პოროშენკოს უნდა გავაგებინოთ, რომ პოლიტიკა არ არის ბიზნესი

10 დეკემბერი, 2017 15:58

კიევში მიმდინარე სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დემონსტრანტებს სიტყვით მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ მიმართა.

„პოროშენკოს უნდა გავაგებინოთ, რომ პოლიტიკა არ არის ბიზნესი, ხალხი კი გასაყიდი საქონელი. ბიზნესი შეიძლება, აკეთო ისე, როგორც შეჯიბრი კონკურენტებთან, პოლიტიკაში კი ეს არ შეიძლება. პოლიტიკაშო უნდა აჩვენო, ვინ უფრო ზრუნავს ხალხზე, ვინ მისცემს პირობას, უკეთ იზრუნოს ხალხზე. ეს არის სულ სხვანაირი შეჯიბრი. უნდა აჩვენო, რომ გიყვარს უკრაინა, მაგრამ ჩვენ ეს არ დაგვინახავს ბოლო 4 წელია. ამიტომ არის საჭირო ცვლილებები.

ჩვენ ბევრნი ვართ და ვიცით, რა გვინდა. ჩვენ გვყავს დიდი ოპოზიციური ძალა. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები. ახლა ძალიან ძნელია, როცა მიშა არ არის, მაგრამ თქვენ ხომ გახსოვთ მისი სიტყვები - „როცა ისინი მე დამიჭერენ, აუცილებლად გააგრძელეთ, რადგან უკრაინას უნდა ცვლილებები, უკრაინა უნდა გახდეს საუკეთესო ქვეყანა და ეს შესაძლებელია“.

ბევრ ქვეყნას სჭირდება ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. მაგალითად, საქართველოში ჩვენ ეს გავაკეთეთ და ეს მოხდა. ძნელი იყო, მაგრამ გავაკეთეთ. მთავარია მოინდომოთ. ხალხს, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია, მათ ეს არ უნდათ. ისინი ამას უყურებენ ისე, როგორც ბიზნესს. მათ გადაკვეთეს წითელი ხაზი. არ არის საჭირო ოპონენტების ციხეში ჩასმა. უნდა აჩვენო, რომ შენც შეგიძლია რეფორმების გატარება, რომ შენც გინდა კარგი ხალხისთვის, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ამიტომ ფეხზე ადექი კიევო, ადექი!" - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ცნობით სანდრა რულოვსმა სიტყვით გამოსვლისას.

კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^