Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბექა წიქარიშვილი: პატიმრების ნაწილი დღევანდელ ჩვენს აქციას შიმშილობით უერთდება

10 დეკემბერი, 2017 18:22

„ხელისუფლაბას არ აქვს უფლება გვიღალატოს, რადგან, მოღალატეებს ეს ქვეყანა არ აიტანს“,- მიმართა აქციის მონაწილეებს „თეთრი ხმაურის" აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა.

„ხმაური გამარჯვებისთვის“ - ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის ვარდების მოედანზე აქცია მიმდინარეობს. 

„ორი წელი შევალიათ ამ ბრძლოას, ბრძოლას რომელიც მიემართება ძალაინ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ სისტემა არ უნდა იყოს მოქალაქეების მტერი, არამედ სისტემა უნდა ზრუნავდეს ადამიაენების კეთილდღეობასა და აჯნმთელობისთვის. დღეს ციხეში 3 000-მდე უდანაშაულო პატიმარი იხდის სასჯელს, მათი ნაწილისგან ორი დღის წინ შემოვიდა ზარი, ისინი დღევანდელ ჩვენს აქციას შიმშილობით უერთდებიან.  

დღეს ასევე შემოვიდა ინფორმაცია რომ პატიმრებს შეუერთდნენ ქალთა დაწესებულების მსჯავრდებულებიც, მე შემთხვევით არ დავსვი აქცენტი პატიმრებზე, რადგან დღეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში პატიმრები არიან. ისინი წლებია ისმენენ ხელისუფლებისგან რომ ნარკოტიკების მომხმარებლები არ უნდა იჯდნენ ციხეში და ისინი კვლავ ციხეში სხედან, ვეღარ იტანენ და ელოდებიან ჩვენს კანონს, ხალხის კანონს, რომელიც პარლამენტშია და რომელსაც ჩვენ ნებისმიერი გზით გავიტანთ“,- მიმართა აქციის მონაწილეებს „თეთრი ხმაურის" აქტივისტმა, ბექა წიქარიშვილმა.

აქციის მოთხოვნებია, რომ ქვეყანაში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, ზრუნვაზე ორიენტირებული გახდეს, დასრულდეს ნარკომომხმარებელთა მიმართ ძალადობრივი, სადამსჯელო მიდგომები და პოლიტიკა დაეფუძნოს ადამიანთა ჯანმრთელობაზე, ზიანის შემცირებასა და პრევენციაზე ზრუნვას.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზებას, ასევე სამკურნალო-სარეაბილიტავიო, ზიანის შემცირებისა და პრეცენციის განვითარებას ითვალისწინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^