Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან ჯანაშია: აბსოლუტურად ყველა ბიულეტენი გაყალბებული იყო დავით ასათიანის სასარგებლოდ

10 დეკემბერი, 2017 18:48

დვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ჯანაშია და დავით ლანჩავა აცხადებენ, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები გაყალბდა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

„ადგილი ჰქონდა დაუდასტურებულ ბიულეტენებს, ანუ არ იყო ბიულეტენები დამოწმებული ბეჭდებით. ბიულეტენების რაოდენობა აღმოჩნდა გამოცხადებული ადვოკატების რაოდენობაზე მეტი. ასევე ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, სადაც კომისიის წევრებს ჩანთაში ეწყოთ ბიულეტენები, ადგილი ჰქონდა ფაქტებს, როდესაც კომისიის წევრებს ხელში ეჭირათ ბიულეტენები. აბსოლუტურად ყველა ბიულეტენები გაყალბებული იყო, ბატონი დავით ასათიანის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, ამ ფაქტებზე არსებობს შესაბამისი ვიდემტკიცებულებები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნების პროცესის ნამდვილობა თავიდან ბოლომდე დგას ეჭვის ქვეშ და ეს არჩევნები არ არის ნამდვილი,“ - განაცხადა „რუსთავი 2“-ს ცნობით ლევან ჯანაშიამ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს.  არჩევნებში დავით ასათიანმა 1128 ხმა მიიღო. როგორც ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, ეს არ არის საბოლოო შედეგი და შესაძლოა, პირველ და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართოს. დავით ასათიანის შემდეგ ხმების რაოდენობით ლევან ჯანაშია მოდის. 

წესის თამახმად, გამარჯვებულმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს, არჩვენებში სულ 2324 ადვოკატი დარეგისტრირდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 იანვარი
16 იანვარი

NDI: მოსახლეობის 29% საქართველოს ევრაზი ...

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებ ...
16 იანვარი
16 იანვარი

NDI: ევროკავშირში გაწევრებას მოსახლეობის ...

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კ ...
15 იანვარი
15 იანვარი

რუსთავში გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლ ...

რუსთავში ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელ ...
^