Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: არ ვიცით, რას მოითხოვს პროკურატურა- გირაოს, შინა პატიმრობას თუ ელქტრო ბორკილებს

10 დეკემბერი, 2017 19:31

როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, დაცვის მხარისთვის უცნობია, რომელ სანქციას მოითხოვს პროკურატურა სააკაშვილისთვის, ეს იქნება პირადი თავდებობა, პატიმრობა, გირაო თუ მისთვის სპეციალური ელექტრონული სამაჯურის ტარების დაკისრება.

„დაკავებიდან 72 საათის განმავლობაში  პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით და შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გადმოგვცეს დაცვის მხარეს. ეს ჯერ არ მომხდარა. მედიაში გავრცელებულ განცხადებას, რომ პროკურატურა შინაპატიმრობას მოითხოვს, ვერ დავეყრდნობით. ეს მხოლოდ სასამართლოში გაირკვევა. ჩვენ ყველა შესაძლო სცენარისთვის ვემზადებით. თუმცა, არც ერთს არ დავეთანხმებით, რადგან  მიგვაჩნია, რომ საქმე სააკაშვილის წინააღმდეგ ფალსიფიცირებულია. ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს, ყოველგვარი ვალდებულებების, გირაოს, შინაპატიმრობის, ელექტრონული ბორკილების და სხვა მეთოდების გარეშე,“ - განუცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ „რუსთავი 2“-ს.  

მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს. დღეს კიევში  მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიტინგი დაიწყო, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი მოითხოვეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^