Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

►სუბელიანი: არ არსებობს არანაირი პრევენციის სისტემა და ჩვენი რეფორმა აპირებს ამის გაკეთებას

10 დეკემბერი, 2017 21:06

„ეს ადამიანები გვატყუებენ, რომ ამ პოლიტიკით უნდათ ნარკოვითარების შენარჩუნება, სინამდვილეში კი სკოლებში არაფერს არ აკეთებენ. არ არსებობს არანაირი პრევენციის სისტემა, არ აწვდიან ახალგაზრდებს ინფორმაციას რისკების თაობაზე და ჩვენი რეფორმა აპირებს ამის გაკეთებას", - ასე მიმართა „თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტმა დათო სუბელიანმა ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით გამართულ აქციაზე მუსულ ხალხს.

მისი თქმით, ეს არის სისტემა, რომელიც არ აძლევს ნარკოტიკების მომხმარებელს ერთადერთ საშუალებას რომ დაიცვან თავი ზედოზირებისგან და არ გარდაიცვალნონ - ნალოქსონს, „ეს არის სახელმწიფო, რომელიც ჟმოტავს ნალოქსონს და კლავს ადამიანებს".

მისი თქმით, „თეთრ ხმაურის მოძრაობას“ არ გააჩნია წაგების სცენარი.

„ძალიან ძნელია, როდესაც კრიტიკულ მომენტს აწყდები და არის სრული სიჩუმე სახელმწიფოს მხრიდან, ხომ ხედავთ რამხელა ნერვიულობაა, ხალხი ისტერიაშია, რეალური ომის პროცესი მიმდინარეობს.

ადამიანები შიმშილობას იწყებენ ციხეებში, ამ სასოწარკვეთილების გამო, იმის გამო რომ არ ესმით რის გამო სხედან ციხეში. ეს ჩაგვრა, ეს რეპრესია, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლოვაში მიმდინარეობს, რომელიც ადამიანებს განმეორებითად აბრუნებს ციხეებში, რომლებიც ადამიანებს იპარავს ქუჩებიდან და გადაჰყავს მოსაშარდ დაწესებულებებში, რომლებიც ადამინებისგან იღებს ათობით მილიონ ლარს ყოველწლიურად - ეს არის დასასრულებელი და ეს რეფორმა არის მხოლოდ ამის შესახებ.

ტერმინები როგორიც არის ნარკოპოლიტიკის რეფორმა, დეკრიმინალიზაცია, საერთოდ არაფერს გვეუბნება, ნამდვილი არსი ამ რეფორმის არის ძალადობის დასრულება - ეს სახელმწიფომ ძალიან კარგად იცის. დისკუსია იმის თაობაზე, როგორი უნდა იყოს ეს რეფორმა დასრულებულია, არავისთან აღარ არის მეტი არგუმენტი სათქმელი, ყველამ  ძალიან კარგად იცის.

გადაგვიტანეს კომიტეტი და არაფერს არ გვეუბნებიან რას ფიქრობენ, რას ლაპარაკობენ, რას არჩევენ. მე ვსაყვედურობ ინიციაროტებსაც, ჩვენ მეგობრებს, რომლებიც ვერ ბედავენ რომ გაარღვიონ დახურული ბადე, პოლიტიკური პარტიის, ოცნების , რაღაცა ნომენკლატურის, არ გამოდიან და არ დგანან აქ. იმიტომ რომ ეს სიმართლე არის ყველაზე დიდი, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიზნები", - აღნიშნა მან.

WNM: თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ახალი წლის განწყობა წინააღმდეგეობის დღეებით შეიცვლება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^