Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩვენ ვითვლით წამებს", - „თეთრი ხმაურის მოძრაობის" მოთხოვნები

10 დეკემბერი, 2017 21:30

„თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა დღეს, ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოთხოვნით გამართული აქციის დასასრულს საზოგადოებას მოძრაობის მოთხოვნები გააცნო:

1. მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტისგან, მიმდინარე წლის ბოლომდე, დაჩქარებულ რეჟიმში, გადაწყდეს დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის დამტკიცების საკითხი. მოვითხოვთ, წლის ბოლომდე ინიცირებული კანონპროექტის პრინციპების დამტკიცებას და კენჭისყრაზე გატანას.

2. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, დაიწყოს პოლიციის რეფორმა და რეპრესიაზე ორიენტირებული სისტემის ყველა რგოლი ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული გახდეს. ჩვენ, საზოგადოებას, რეალურ დანაშაულთან მებრძოლი და უსაფრთხოების დამცველი პოლიცია გვჭირდება და არა ადამიანების დევნა, ჩაგვრა, წამება და მკვლელობა. პოლიციის ჰუმანიზაციისა და სისტემური რეფორმირების პროცესში, ერთ-ერთი აუცილებელი ცვლილება სწორედ ინიცირებული დეკრიმინალიზაციის კანონპროექტია.

3. მოვითხოვთ საქართველოს პრეზიდენტისგან, 2017 წლის დეკემბრის ბოლომდე, სასწრაფო რეჟიმში ნარკოდანაშაულში მსჯავრებული პირების მასობრივი შეწყალება უზრუნველყოს. საპატიმრო დაწესებულებებში დღემდე თვალით უხილავ ოდენობებზე მსჯავრდებული პირები რჩებიან, ყოველი მესამე პატიმარი ნარკოდანაშაულისთვის იხდის სასჯელს;

„მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში „თეთრი ხმაურის მოძრაობა" გაემიჯნება პროცესს და ალტერნატიული ბრძოლის მეთოდებს მიმართავს. ახალი წლის საზეიმო განწყობა წინააღმდეგეობის დღეებით შეიცვლება", - განაცხადა წიქარიშვილმა.

„მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გაიაზრონ დაპირებული ცვლილება და წერტილი დაუსვან ნულოვანი ტოლეტანტობის პოლიტიკას მომხმარებლებთან და ადამიანებთან მიმართებაში.

ჩვენი აზრით, ის პარლამენტარები, რომლებიც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ ქვეყნის საპარლამენტო (და არამარტო) ისტორიაში შევლენ როგორც პროგრესულები, ჰუმანური ღირებულებების მატარებლები, მოქალაქეების კეთილდღეობაზე პასუხისმგებელ ადამიანებად.

პარლამენტის ის წევრები, რომლებიც კანონპროექტის წინააღმდეგ წავლენ ფაშისტებად, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ქომაგებად, ხალხის მტრებად შეირაცხებიან. კენჭისყრის მონაცამები საჯაროა, სწორედ საჯაროდ, თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით მათი სახეებით და საკადრისი შეფასებებით აივსება.

პარლამენტარები, რომლებიც სესიაზე არ მივლენ და საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებენ იმ პარლამენტარებზე უარეს პირებად ჩაითვლებიან, რომლებიც ხმას წინააღმდეგ მისცემენ. მათ იგივე ბედი ელის რაც მოწინააღმდეგეებს.

მხოლოდ ორი არჩევანი, მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის, ხალხთან ომი დასრულდეს.

„ჩვენ ვითვლით წამებს", - განაცხადა წიქარიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^