Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: სექსუალურ შევიწროებაზე საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია

11 დეკემბერი, 2017 12:54

სახალხო დამცველი ფემონისტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ გუშინ ღამით ორგანიზებულ აქციას „არ დავთმოთ ღამე" განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ სექსუალური შევიწროების დეფინიციისა და მასზე რეაგირების პროცედურების დადგენის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მიღება აუცილებელია. 

„სამწუხაროდ, სექსუალური შევიწროება, როგორც საჯარო სივრცეში, ისე დასაქმების ადგილზე დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს. სტერეოტიპული დამოკიდებულება და რეაგირების მექანიზმის არარსებობა პრობლემას უფრო მასშტაბურს ხდის. კრიტიკულად დაბალია შემთხვევათა გამოვლენის მაჩვენებელი, განსაკუთრებით პრობლემურია საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევები" - აღნიშნავს ომბუდსმენი. 

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს რატიფიცირებული ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ პირდაპირ ითვალისწინებს სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო დეფინიციას, სარატიფიკაციო პაკეტში აღნიშნული საკითხი ვერ მოხვდა.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მოქმედებს სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკის დოკუმენტი. ამ ინიციატივით საქართველოს სახალხო დამცველი პირველი სახელმწიფო ინსტიტუციაა, რომელიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციას და შესაბამისი რეაგირების პროცედურულ წესს ადგენს. ამასთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე განთავსებულია ელექტრონული სასწავლო კურსი დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვან თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ პირებს" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

ფოტო ►„არ დავთმოთ ღამე“ - ქალების მსვლელობა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

„ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” ორგანიზებით სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ღამის მსვლელობა მოეწყო. „არ დავთმოთ ღამე"- ამ მოწოდებით ქალები ყოველწლიურად ქალაქის ქუჩებში გამოდიან და ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებენ.

წლევანდელი მსვლელობა მიწისქვეშა გადასასვლელებში სექსუალური შევიწროების პრობლემას მიეძღვნა. მსვლელობა გმირთა მოედნიდან დაიწყო. ქალებმა ყველაზე გრძელი მიწისქვეშა გადასასვლელი გაიარეს შეძახილებით - „ეს ღამე ჩვენია", „დუმილი ვერ დაგვიცავს", „არ დავთმოთ ღამე".

რა უნდა ვიცოდეთ სექსუალური შევიწროების შესახებ - ინტერვიუ თამარ საბედაშვილთან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^