Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: ჩვენი ამოცანაა განათლების სისტემასა და ეკლესიას შორის კავშირის გაძლიერება

11 დეკემბერი, 2017 15:25

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფოს ამოცანა საგანმანათლებლო სისტემასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კავშირის გააძლიერებაა.

ამის შესახებ პრემიერმა თბილისის სასულიერო აკადემიაში სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დაფუძნებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა. 

მისი თქმით, მთავრობა ყურადღებით გაეცნო საპატრიარქოს განცხადებას „ცნობილი მოვლენების შესახებ" და აღნიშნულ სულისკვეთებას სრულად იზიარებენ. 

საპატრიარქო: აუცილებელია ძალადობის შემცველი ფილმების საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა

პრემიერის აზრით, განათლების სისტემა ვერ იქნება განყენებული საზოგადოებისგან და პირველ რიგში საზოგადოების ცნობიერებაზე არის საზრუნავი.

„დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში მსჯელობაც არ მიმდინარეობს ვინაიდან, მსჯელობის კულტურაც არის ის, რისი აღდგენაც ჩვენ ყველას ერთად გვმართებს. ეს არის რთული პროცესი, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ, ეკლესიის ჩართულობით და მისი უწმინდესობის ხელმძრვანელობით, რომ ვიპოვოთ ის სწორი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს. ამ გზას დიდი ძებნა არ სჭირდება. საქართველოს აქვს სასულიერო და საერო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის, თანამშრომლობის ის მოდელი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა" - თქვა პრემიერმა. 

მისი თქმით, ეკლესია არის საქართველოს იდენტობის შემნარჩუნებელი, გადამრჩენი და ქვეყნის სულიერი მამოძრავებელი ძალა.

„ინსტიტუციურად, რა თქმა უნდა, ეკლესია და ხელისუფლება არის ცალ-ცალკე ინსტიტუციები, მაგრამ მსოფლმხედველობრივად, შეუძლებელია და არც არავინ უნდა მოისურვოს ამ კავშირის გაწყვეტა, რომელმა კავშირმაც ჩვენი ქვეყანა შემოგვინახა. სწორედ ამ კავშირის განვითარება და გაძლიერება უნდა ვისურვოთ ყველამ. ეს კავშირი, რა თქმა უნდა, არის საგანმანათლებლო სისტემასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის და ამ კავშირის გააძლიერება არის ჩვენი ამოცანა, რა თქმა უნდა, სწორი ფორმით და სწორი თანამშრომლობით" - თქვა პრემიერმა. 

მან მთავრობის სახელით სურვილი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა სასულიერო და საერო ხელისუფლებას შორის შედგეს.

„რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის განათლების სისტემის სწორი განვითარების ირგვლივ თანამშრომლობა" - თქვა კვირიკაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

დაიკითხება თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულ ...

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიე ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
^