სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე „რუსთავი 2-თან“ საუბარში ადასტურებს, რომ ის ბაჩო ახალაიას საკანში იმყოფებოდა. ის არ აკონკრეტებს, თუ რა მიზნით იმყოფებოდა მატროსოვის ციხეში ბაჩო ახალაიასთან, თუმცა აღნიშნავს, რომ სააკაშვილზე არ უსაუბრიათ.
როგორც ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა „რუსთავი 2-თან“ საუბრისას განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე თავდაცვის ყოფილ მინისტრთან მატროსოვის ციხეში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ, მას გარიგებას სთავაზობდნენ.
„შაბათის კურიერთან" ინტერვიუში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ მასთან საკანში იმყოფებოდნენ ანზორ ჩუბინიძე და ირაკლი ღარიბაშვილი, რომლებიც ივანიშვილის მოთხოვნით, გარიგებას სთავაზობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.