Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუთაისის ვიცე-მერის თქმით, აუტიზმის პროგრამის ხარჯს ყველა ბენეფიციარს ვერ დაუფინანსებენ

14 დეკემბერი, 2017 15:22

ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე „ლიბერალს“ აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის  სარეაბილიტაციო  პროგრამის დაფინანსების საკითხზე ესაუბრა. ვიცე-მერის თქმით, 2018 წელს ამ პროგრამისთვის თანხა 50 000-დან 125 000-მდე გაიზარდა.  ქალაქის ბიუჯეტიდან სარეაბილიტაციო პროგრამა სრულად დაუფინანსდებათ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ბავშვებს, ხოლო დანარჩენ ბენეფიციარებთან მიმართებით თანადაფინანსება კომპონენტი ამოქმედდება.

დღეს აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები აღნიშნულ საკითხზე ქუთაისის ვიცე-მერებს შეხვდნენ. მშობლების მოთხოვნაა, მერიამ 100%-ით უზრუნველყოს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება.  ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" ხელმძღვანელის, მარი კორკოტაძის თქმით, ეს პროგრამა ქუთაისში თითქმის ისეთივეა, როგორიც თბილისში, იმ განსხვავებით, რომ ნახევარს აქამდე აფინანსებდა ერთ-ერთი დონორი, ნახევარს კი მერია, თუმცა ახლა დონორი გავიდა პროგრამიდან და 40 ბავშვი რეაბილიტაციის გარეშე რჩება.

„2018 წელს 125 000 ლარი გამოიყოფა ამ პროგრამის დასაფინანსებლად, რითაც გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ბავშვის დაფინანსება, დანარჩენი ბენეფიციარები მიიღებენ თანადაფინანსებას 220 ლარის ოდენობით“, - განაცხადა თვალთვაძემ. 

მისი თქმით, მერიას ლიმიტი აქვს თავის შესაძლებლობებში, თუმცა დაეხმარებიან მშობლებს დამატებითი ფინანსების მოძიებაში, თანადაფინანსებით გათვალისწინებული თანხის ასანაზღაურებლას. 

„მგონია, რომ საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი შედგა ჩვენს შორის, ჩვენ გვაქვს ლიმიტები შესაძლებლობებში. გაიზარდა დაფინანსება და მზარდი ტენდენაცია შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც. კიდევ ერთი რამ, ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნებათ მშობლებს დამატებითი ფონდების მოძებნაში.  შარშან  თუ მშობლები არ იხდიდნენ გადასახადს საერთოდ ამ პროგრამის დაფინანსების კუთხით, განპირობებული იყო იმით, რომ ერთ-ერთი ორგანიზაციისგან გვქონდა მოპოვებული თანხა, რითაც ფინანსდებოდა ის სხვაობა, რომელიც მშობელს უნდა გადაეხადა. მომდევნო კვირაში ჩვენ მშობლების სრულ შემადგენლობას კიდევ ერთხელ შევხვდებით, რათა  ერთობლივად ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება მოვიძიოთ დამატებითი ფინანსები“, - განაცხადა თვალთვაძემ.

მარი კორკოტაძის თქმით, მშობლების მოთხოვნები უცვლელი დარჩა შეხვედრის შემდეგ. ისინი მოუწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, რატი იონათამიშვილს ამ საკითხში ჩართვისა და ლობირებისკენ. 

„ეს არის სრულიად მიუღებელი, რადგან ისევ დისკრიმინაცია ხდება ამ ბავშვების, ისევ  სოციალურ სტატუსს აბამენ ამ ბავშვების კეთილდღეობას და განვითარებას. რაც არის არასწორი. შეხვედრაზე მშეობლებს უთხრეს, რომ მერია დაეხმარება მათ დონორების მოძიებაში, რათა დაფინანსდეს დანარჩენი ნაწილი. ვფიქრობ, რომ ეს არის მშობლების შეცდომაში შეყვანა, იქიდან გამომდინარე, რომ დონორები ფაქტობრივად თერაპიებს არ აფინანსებენ, თუ რაღაც განსაკუთრებული პროექტი არ აქვთ ამ კუთხით. 

მშობლები ახლა ისევ მოითხოვენ მერთან შეხვედრას. ასევე იგივეა ჩვენი მთავარი მოთხოვნა,  100%-ით დაფინანსდნენ ეს ბავშვები და სარეზერვო თანხაც იყოს გამოყოფილი, რათა თუ ვინმეს დიაგნოზს დაუსვამენ, მათ დასაფინანსებლადაც გამოიყოს თანხა. ვთხოვთ რატი იონათამიშვილს, ჩაერთოს, ლობირება გაუწიოს ამ საკითხს და დაგვეხმაროს. ჩვენ გვინდა, რომ 27 დეკემბრამდე, სანამ ბიუჯეტი დამტკიცდება, შევიდეს ეს ცვლილებები“, - განაცხადა  „ლიბერალთან“ მარი კორკოტაძემ.  

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნები ქუთაისის მერიაში შეხვედრის შემდეგ უცვლელია

„ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” რატი იონათამაშვილს თხოვნით მიმართავს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^