Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პუტინი: თუ ოპოზიცია პროგრამის გარეშე მოვა, რუსეთის ქუჩებშიც „სააკაშვილები“ ირბენენ

14 დეკემბერი, 2017 17:41

„დაუშვებელია რუსეთში უკრაინული სცენარის გამეორება“, - უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტობის კანდიდატ ქსენია სობჩაკს ალექსანდრე ნავალნის შესახებ დასმულ შეკითხვაზე.

„ოპოზიცია უნდა გამოვიდეს ნათელი პოზიტიური მოქმედების სცენარით. აი თქვენ გამოდიხართ „ყველას წინაღმდეგ“. რას გვთავაზობთ?“ - კითხულობს პუტინი.

„თუ ოპოზიცია ისე მოვა ხელისუფლებაში, რომ არ ექნება პროგრამა, ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ რუსეთში განმეორდება „მაიდანი“, ხოლო ქუჩებში ირბენენ „სააკაშვილები“.

პრესკონფერენციაზე პუტინმა იმ სიტუაციას, რომელშიც მონაწილეობს სააკაშვილი, უკრაინელებისთვის სახეში შეფურთხება უწოდა 

„ის, რაც სააკაშვილმა გააკეთა - ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა! როგორ შეიძლება საერთოდ ამის ატანა? რა, უკრაინაში აღარ არსებობენ ნამდვილი უკრაინელები? ამის შემყურეს გული მეწვის“, - განაცხადა პუტინმა 

პუტინის განცხადებებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-გვერდზე გამოეხმაურა

„პუტინი ვერაფრით მივიწყებს! შემთხვევით ხომ არ გგონიათ, რომ მისი თეზისები საბანკო ტერმინოლოგიას და აზრებს ემთხვევა?“, - წერს სააკაშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^