Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აფგან მუხთარლი: კვირიკაშვილმა და შს მინისტრმა დაგეგმა და ჩაიდინა დანაშაული

14 დეკემბერი, 2017 22:41

დაკავებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ „რუსთავი 2-თან“ მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიციის სამმა თანამშრომელმა ის ძალით ჩასვა მანქანაში. მუხთარლი ამბობს, რომ ისინი ქართულად საუბრობდნენ და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. 

„პოლიციის სამმა თანამშრომელმა ძალით ჩამსვა მანქანაში, აეროპორტთან ახლოს, თავზე ტომარა ჩამომაცვეს და თვალები ამიხვიეს. ამის შემდეგ მეორე მანქანაში გადავჯექით, ერთი საათის შემდეგ კი მესამეში.

ამის შემდეგ მომხსნეს ტომარა და აღმოვაჩინე, რომ აზერბაიჯანში ვარ. გზაზე ჩემთან ერთად სამი ადამიანი იყო. ისინი კრიმინალური პოლიციის ფორმებით იყვნენ და ქართულად მესაუბრებოდნენ. წინააღმდეგობა სპეციალურად არ გავუწიე. მივხვდი, რომ კრიმინალური პოლიციიდან იყვნენ, შემეშინდა ჩემი დეპორტაცია არ მოეხდინათ და წყნარად ვიჯექი მანქანაში“,-განაცხადა მუხთარლიმ. 

მისი თქმით, ეს არ არის პროცესი, ესაა სპექტაკლი, რაზეც საქართველოს პრემიერს პასუხის გაცემა მოუწევს. ის ამბობს, რომ კვირიკაშვილმა და შს მინისტრმა ერთად დაგეგმა და ჩაიდინა ეს დანაშაული. 

„ეს სპექტაკლია. ჩემი მოტაცების დამკვეთები და შემსრულებლები არსებობენ. საინტერესოა, რომ იმ დღეს თბილისში არც ერთი კამერა არ მუშაობდა. საქართველოს პრემიერს მოკითხვა გადაეცით ჩემგან. მას ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა. კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ყველამ ერთად დაგეგმა და სახელმწიფო დონეზე ჩაიდინა დანაშაული”, - განაცხადა აფგან მუხთარლიმ „რუსთავი 2-თან“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^