Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ახალ თანამფლობელს ბულგარეთში კრიმინალთან აკავშირებენ

15 დეკემბერი, 2017 14:14

ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტი (OCCRP) „საქართველოს ლატარიის კომპანიის" ახალ მფლობელებზე სტატიას აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული ერთ-ერთი კომპანიის მფლობელს ბულგარეთში კრიმინალურ ჯგუფებთან აკავშირებენ.

როცა „საქართველოს ლატარიის კომპანია“ მომავალ წელს ოპერირებას განაახლებს, ის ორი გამოცდილი ბიზნესმენის ხელში იქნება. ერთ-ერთი მათგანის მეტსახელია „თავისქალა“.

„თავისქალად“ ცნობილი ვასილ ბოჟკოვი ბულგარეთში ცნობილია, როგორც სათამაშო ბიზნესის მეფე, რომელიც აზარტული თამაშების სფეროშია ჩართული და თავის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. ამერიკელი დიპლომატების ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, კრიმინალურ საქმეებში იყო ჩართული. ფულის გათეთრება, პრივატიზაციის გაყალბება, გამოძალვა და რეკეტი, ბოჟკოვს აბრალებდნენ დანაშაულებრივ ჯგუფებებთან ახლო კავშირსაც. „საქართველოს ლატარიის კომპანიაში“ მის ჩართულობაზე პირველად on.ge-მ დაწერა.

2017 წლის 4 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ბოჟკოვს კომპანიის 25%-იანი წილი მიჰყიდა. დანარჩენი 75% კი ქართველი ბიზნესმენის, კობა ღურწკაიას კომპანიამ აიღო, რომლის ჰოლდინგსაც ტელეკომუნიკაციებში ბულგარეთში კავშირები აქვს.

ტენდერი საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა და შესყიდვის მინიმალური ღირებულება 5 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. სამინისტრომ iFact.ge-ს ჟურნალისტს არ უთხრა, რამდენი გადაიხადეს ტენდერში გამარჯვებულმა ბიზნესმენებმა, თუმცა on.ge-ის ინფორმაციით, შესყიდვის ღირებულება 5 005 000$ იყო.

ეს შეთანხმება სამინისტროსთვის თითქოს სისხლდენის შეჩერებას ჰგავს, რომელმაც 2011 წლის აგვისტოს შემდეგ 90 მილიონი დოლარი დაკარგა. მაშინ კომპანია 24 წლის ბიზნესმენს, დიმიტრი ჩიქოვანს გადაეცა, საქართველოს ყოფილი თავადაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის ძმას.

კეზერაშვილმა მოგვიანებით საქართველო დატოვა. მას შემდეგ, რაც ათობით მილიონი დოლარის თანხისა და საკუთრებების მითვისება დააბრალეს. ის ჯერ საფრანგეთში, ამჟამად კი ინგლისში ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ექსტრადიციას მოითხოვს.

ლატარიის ვალი მეტწილად განაპირობა კომპანიის უკან მდგომი ადამიანების მიერ მთავრობის წევრებისთვის არასწორმა დაპირებებმა. კომპანიამ მოგებით დაიწყო, თუმცა 2011 წელს ლატარიის კომპანია მთავრობისგან უკვე უფრო მეტს მოითხოვდა, ვიდრე გასცემდა.

ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ ახალ კომპანიას მთავრობა ამ ვალს ჩამოაწერს. ლატარიის ბილეთების გაყიდვა 2018 წლის თებერვლიდან იგეგმება.

ტენდერის პირობებში წერია, რომ კომპანიის ახალ მმართველებს ლატარიაში ოპერირების მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. ბოჟკოვს ეს, რა თქმა უნდა, აქვს.

მის სათამაშო ბიზნესს 90-იანი წლების დასაწყისში აქვს ფესვები. მას შემდეგ, რაც ბულგარეთმა კომუნისტურ რეჟიმს დააღწია თავი. 1992 წელს, მან დაარეგისტრირა ფინანსური ორგანიზაცია Nove, ხოლო ერთი წლის შემდეგ ბუკმეიკერული კომპანია Eurofootball. ორივე კომპანია სხვადასხვა სახელით ოპერირებას ისევ განაგრძობს.

1993 წელს ბოჟკოვი თანადამფუძნებელი იყო კაზინო IGM-ის, სადაც მას პარტნიორობდა ცნობილი ბიზნესმენი ილია პავლოვი, რომელსაც ორგანიზებულ დანაშაულებში მონაწილეობას აბრალებდნენ. პავლოვი 2003 წელს, ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ლუკანოვის მკვლელობის საქმეზე დაკითხვიდან ერთი დღის შემდეგ მოკლეს.

წლების განმავლობაში IGM ბულგარეთის სათამაშო ბიზნესში ყველაზე დიდი მოთამაშე იყო. 2005 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბულგარეთში ორგანიზებულ დანაშაულზე წერდა. ამერიკული ანგარიში Wikileaks-მა გამოაქვეყნა და მასში ბოჟკოვს ფულის გათეთრებაში, პრივატიზაციის გაყალბებაში, გამოძალვაში, რეკეტსა და დანაშაულებრივ ჯგუფებთან ახლო კავშირში ადანაშაულებენ.

ღურწკაია, ბოჟკოვის ახალი პარტნიორი ლატარიის კომპანიაში, CBS ჯგუფის გენერალური დირექტორია. საქართველოში მას აქვს წილი ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: „კავკასუს ონლაინი", „ბილაინი", „რკინიგზის ტელეკომი", „მუნიციპალური სამარშრუტო ტაქსების კომპანია" და GMC ჯგუფი, რომელიც თბილისის რესტორნების ბაზარზე დიდ ადგილს იკავებს. ღურწკაიას აქვს ასევე საკონტროლო პაკეტი ღვინის კომპანია „იბერიაში".

ღუწკაიას, ასევე მჭიდრო კავშირები აქვს ბულგარეთში. მაგალითად, „კავკასუს ონლაინი" ფლობს Caucasus Cable System Bulgaria-ს, რომელმაც ბულგარეთში დაფუძნებულ Sofia Connect-თან ერთად შავი ზღვის ფსკერსზე ინტერნეტქსელი გაიყვანა. 2008 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბულგარეთი და საქართველო ამ ქსელით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ის იქცა ინტერნეტის მნიშვნელოვან მიმართულებად ევროპიდან ახლო აღმოსავლეთში, კავკასიის გავლით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს, რატომ გადასცა „ლატარიის კომპანია" ბოჟკოვს. კომენტარს არ აკეთებენ არც ბოჟკოვისა და ღურწკაიას კომპანიებში. 

ავტორები: ათანას ჩობანოვი, bivol.bg; ნინო შონია, ifact.ge

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

გურჯაანში, ღვინის ქარხანაში მუშა დაწურულ ...

ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში მუშა სამუშაოების შესრულებისას დაწურული ყურძნის ავზში ჩავარდა, - ამის შესახებ „ლიბერალს&qu ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქორეპისკოპოსი იაკობი: სალომე ზურაბიშვილზ ...

ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტვ პირველთან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილზე „კანაფის დედოფალი" ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს ჰესების გ ...

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტრ ...
^