Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო რომანს გამოსცემს

15 დეკემბერი, 2017 13:07

მიმდინარე წლის დეკემბერში ელექტრონული სახით გამოიცემა, იანვარში კი ბეჭდური ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო რომანს გამოსცემს. „საღეჭი განთიადები უშაქროდ“ კიბერპანკის ჟანრს განეკუთვნება და არეული ალგორითმების გამო, ციფრულ სამყაროში მეორედ მოსვლის შესახებ მოგვითხრობს.
წიგნი სამი სხვადასხვა დიზაინით გამოიცემა.
„კიბერსამყაროში ტრანსფერი ყველაზე დიდი თრიფია, რაც კი ადამიანმა შეიძლება გამოსცადოს, ხოლო მანდ მოხვედრილს, გიჭირს განასხვაო რეალობა ვიდეოთამაშებისგან, რადგანაც შენი ცნობიერება კომპიუტერული პერსონაჟის კოდში ექცევა და თავიდან ძალიან სუსტია იმისათვის, რომ ამ პერსონაჟის ალგორითმს გაუწიოს კონკურენცია, ამიტომ შენ ამ პერსონაჟად იქცევი - ასრულებ დავალებებს, რომლებიც მას პროგრამისტმა გაუწერა, კვდები უამრავჯერ, ხოლო სიკვდილის შემდეგ ისევ ჩნდები ბოლო ლოკაციაზე და ხელახლა იწყებ თამაშის დახურვას.
მთავარია, დროზე მიხვდე, რომ ეს ვიდეოთამაშის პერსონაჟი და შენ - სხვადასხვა ვინმეები ხართ, თორემ დროთა განმავლობაში შენ მისი წუხილების საკუთარ წუხილებად აღქმას დაიწყებ, მისი ოცნებებისა კი საკუთარ ოცნებებად, ასე გახდები მისი ალგორითმის ტყვე და მარადიულად ჩარჩები თამაშში, რომელიც არ მთავრდება. ამის მერე შენი ამოყვანა შეუძლებელი გახდება''.

ფოტოს ავტორი - გურამ მურადოვი
ყდის კონცეფცია - მაქს მაჩაიძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^