Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კენტუკის შტატის კონგრესმენმა სექსუალურ შევიწროებაზე ბრალდების შემდეგ თავი მოიკლა

15 დეკემბერი, 2017 15:15

კენტუკის შტატის კონგრესმენმა, დენ ჯონსონმა, რომელსაც არასრულწლოვანი გოგონას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ, თავი მოიკლა. სუიციდამდე ერთი დღით ადრე მან ბრალდებები უარყო.

„რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა ვაშინგტონში, დასახლებიდან შორს, ლუიზვილის სამხრეთით გააჩერა ავტომობილი და მანქანის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი.

თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჯონსონმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ყველა ბრალდება უარყო და ოჯახს მიმართა, რომ რთულ მომენტებში მისი ცოლის გვერდით მდგარიყვნენ. შეშფოთებულმა ახლობლებმა პოლიციას მიმართეს, თუმცა ჯონსონის გადარჩენა ვერ მოასწრეს.

დენ ჯონსონს 2013 წელს ნიუ იორკში გამართული საახალწლო ღონისძიების დროს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი გოგომ, რომელიც მაშინ 17 წლის იყო. სავარაუდო მსხვერპლის მარანდა რიჩმონდის განცხადებით, მთვრალმა დენ ჯონსონმა, რომელიც მაშინ პასტორი იყო, აკოცა და ტანსაცმლის ქვეშ ხელი შეუცურა. რიჩმონდმა ამის შესახებ 2013 წლის აპრილში პოლიციასაც განუცხადა, თუმცა სამართალდამცველებმა საქმე ბოლომდე არ გამოიძიეს.

წყარო: CNN

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^