Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი თსუ-ს მიმართავს, ლექტორების მიერ დისკრიმინაციული გამონათქვამების აღმოფხვრისთვის რეგულაციები მიიღოს

15 დეკემბერი, 2017 16:24

სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შეიმუშავოს რეგულაციები, რომელიც პედაგოგს ლექციის განმავლობაში დისკრიმინაციული გამონათქვამების გავრცელებას აუკრძალავს.

„სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას“ განცხადების თანახმად, უნივერსიტეტის პროფესორი ლექციის განმავლობაში იყენებდა ჰომოფობიური შინაარსის შემცველ სახელმძღვანელოს და ასევე ავრცელებდა ჰომოფობიურ მოსაზრებებს.

საქართველოში ლგბტ+ თემის თანასწორობის მდგომარება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, პროფესორის აუდიტორიას კი სტუდენტები წარმოადგენდნენ და თუ მისი განცხადებები დისკრიმინაციის წამახალისებელია, სახალხო დამცველი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას გამართლებულად მიიჩნევს", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

იხილეთ ზოგადი წინადადების ელექტრონული ვერსია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^