Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას აპრიორი არ გამოიწვევს

15 დეკემბერი, 2017 17:44

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციურ კანონის პროექტს  მეორე მოსმენით მხარი ერთხმად დაუჭირა. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, აპრილში ის პირობები დადგინდება, რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აპრიორი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი აღარ გახდება.

„მოგეხსენებათ, იყო რეკომენდაცია, ინიციატივა  პარლამენტის წევრის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის, იმის თაობაზე,  რომ, ასე ვთქვათ, ახალი რეგულაცია ორმაგი მოქალაქეობის, უფრო სწორად, მოქალაქეობის შეთავსების თაობაზე, ამოქმედდეს იმაზე ადრე, ვიდრე სხვა რეგულაციები. აქედან გამომდინარე, გაწერილია შემოთავაზებულ ვარიანტში, რომ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 32-ე მუხლის, მეორე პუნქტით განსაზღვრული პირობები ამოქმედდება ამ კანონის, ანუ ცვლილებების შესახებ კანონის ამოქმედებისთანავე. ანუ, სავარაუდოდ, აპრილის თვეში უკვე დადგინდება ის პირობები,  რომლის თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აღარ გახდება აპრიორი საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი“, - განმარტა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^