Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

9 ევროპარლამენტარი ხელისუფლებას მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

16 დეკემბერი, 2017 14:01

ევროპარლამენტის 9 წევრი საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ასევე ნათქავმია, რომ ისინი თვალყურს მიადევნებენ „რუსთავი 2-ის" „მფლობელობის შეცვლის მცდელობებს". ევროპარლამენტარების წერილის თარგმანს, რომელიც „ევროპულმა საქართველომ" გაავრცელა, „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს

ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემორე ხელისმომწერი წევრები, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდამჭერნი ვართ. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველომ გრძელი გზა გამოიარა. დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ქვეყნებს შორის, საქართველო უფრო წინ წასულად მიიჩნევა, მათ შორის იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს ძლიერი პროდასავლური ოპოზიცია და მთავრობის კონტროლისგან თავისუფალი მედია.

იმისათვის რომ ეს პროგრესი გაგრძელდეს, აუცილებელია რომ მთავრობამ გადაჭრას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლის თანახმადაც მასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობამ ევროპის ადამიანის უფლება კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია მისი „ფარული მიზნებით“ და „არაკეთილსინდისიერი მოტივით“ დაკავების გამო. გამოწვევებით აღსავსე საერთაშორისო უსაფრთხოების დღევანდელ გარემოში, ქართველი ხალხის ინტერესშია რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამონახოს საერთო ენა და იფიქროს ქვეყნის მომავალზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ.

პარლამენტის როლი, განსაკუთრებით კი მთავრობის საპარლამენტო კონტროლი ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. პრემიერ-მინისტრი და მინისტრები საპარლამენტო კონტროლს თავს არ უნდა არიდებდნენ. ოპოზიციას, მათ შორის შემოწირულობების მოზიდვის და კონკურენციის გაწევის შესაძლებლობების თვალსაზრისით მთავრობა უნდა ეპყრობოდეს იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს პლურალისტური მედია გარემო რომელიც მოქალაქეებს აზრთა მრავალფეროვნებას სთავაზობს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ რუსთავი2-ის, საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზიის მფლობელობის შეცვლის მცდელობებს, რომლებმაც სხვადასხვა პარტნიორების, მათ შორის ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენლის შეშფოთება გამოიწვია.

ჩვენ ვრჩებით საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდამჭერებად. თუმცა, პასუხიმსგებლობა იმაზე, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს პირველ რიგში აკისრია მათ, ვინც საქართველოს ხალხმა საკუთარი ქვეყნის სამართავად აირჩია.

პეტრას აუსტრევიჩიუსი (ლიბერალები, ლიტვა) 
დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია; ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე) 
ჟიგიმანტას ბალჩიტისი (სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია, ლიტვა)
ივან სტეფანეჩი (ევროპის სახალხო პარტია, სლოვაკეთი)
იარომირ შტეტინა (ევროპის სახალხო პარტია, ჩეხეთი)
სანდრა კალნიეტე (ევროპის სახალხო პარტია, ლატვია) 
ანა ფოტიგა (ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორები, პოლონეთი) 
ხოსე ინაციო ფარია (ევროპის სახალხო პარტია, პორტუგალია) 
ჰილდე ვაუტმანსი (ლიბერალები, ბელგია)".

ფოტო: IPN

ევროსასამართლოს დიდმა პალატამ მერაბიშვილის მიმართ მე-18 და მე-5 მუხლის დარღვევა დაადგინა

წულუკიანი - სტრასბურგის გადაწყვეტილება კომპენსაციის გადახდის გარდა არაფერს გამოიწვევს

ენმ: ველით ვანო მერაბიშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას

ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^