Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დეპუტატების პოლიტიკური ჩართულობის გასაზრდელად" უმრავლესობა ორ ახალ ფრაქციას ქმნის

16 დეკემბერი, 2017 14:54

საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნა იგეგმება - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა. 

ბესელიას თქმით, ფრაქცია „ქართული ოცნება" ძალიან დიდია, ამიტომ პოლიტიკურ პროცესებში დეპუტატების მეტად ჩართვის თვალსაზრისით ორი ახალი ფრაქცია უფრო მოქნილად იმუშავებს. 

„ეს შესაძლებლობას მისცემს, ისეთ დიდ ფრაქციას, როგორიც დღეს "ქართული ოცნებაა" მოხდეს, როგორც პოლიტიკურ პროცესებში დეპუტატებისთვის უფრო მეტი ჩართვის შესაძლებლობის შექმნა, ასევე მართვის თვალსაზრისით გაცილებით უფრო მოქნილი პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება. ამიტომ მე მგონია, ეს არის დროული და კარგი გადაწყვეტილება. ძალიან რთულია ასეთი დიდი ფრაქციის ისე მართვა, რომ ყველას ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესში თანაბარი მონაწილეობის საშუალება" - ეკა ბესელიას კომენტარს IPN ავრცელებს

მისი თქმით, მალე გახდება ცნობილი, თუ რომელი დეუტატები გადანაწილდებიან ახალ ფრაქციებში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^