Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენმა შშმ პირთა მიერ ტრანსპორტის დაუბრკოლებელი პარკირების რეკომენდაცია გასცა

17 დეკემბერი, 2017 13:20

სახალხო დამცველმა შშმ პირთა მიერ სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით დაუბრკოლებლად სარგებლობის შესახებ რეკომენდაციით მიმართა ბათუმის, ფოთის, გორის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს.

„საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტებში შშმ პირების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესები კონკრეტული აქტით მხოლოდ რამდენიმე თვითმმართველ ერთეულში რეგულირდება. თუმცა, მოქმედი რეგულაციები გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ, შშმ პირის მიერ სპეციალური სადგომით სარგებლისათვის აუცილებელია შესაბამისი საცნობი ნიშნის ქონა, თუმცა დადგენილებებით არ არის განსაზღვრული საცნობი ნიშნის გაცემაზე პასუხისმგებელი უწყება. პარკირების წესებით გაურკვეველია საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობა აქვს თუ არა ყველა შშმ პირს, მიუხედავად შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხისა და ან/და მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის კუთვნილებისა“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

სახალხო დამცველის რეკომენდაციები ასეთია:

  • საცნობი ნიშნის გაცემაზე პასუხისმგებელი უწყების განსაზღვრა;
  • საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობა, როგორც მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის, ისე მნიშვნელოვნად გამოხატული  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის;
  • საცნობი ნიშნის განთავსების შესაძლებლობა ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მიუხედავად შშმ პირის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის კუთვნილებისა;
  • სხვა მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული საცნობი ნიშნის მათი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გამოყენების უზრუნველყოფა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^