Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილია II-მ ბავშვებს პირობა დაადებინა, რომ ნარკოტიკებს არასდროს გაეკარებიან

17 დეკემბერი, 2017 18:37

„ჩვენი ახალგაზრდობა  უნდა ითქვას სხვებთან შედარებით კარგი ახალგაზრდობაა, მაგრამ  გვაქვს დიდი ნაკლი. ჩვენ ვართ ზედმეტად ამაყები, ამპარტავნები. ამასთან ზოგიერთი ახალგაზრდა ღებულობს ნარკოტიკს", - ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბარბარობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მან შემდეგ ბავშვებს პირობა დაადებინა, რომ „არასდროს არ გაეკარებიან ნარკოტიკს".

„ბავშვებო, თქვენ ეხლა დგახართ ღვთის წინაშე, თქვენ უნდა დადოთ სიტყვა, რომ თქვენ არასდროს არ გაეკარებით ნარკოტიკს.

  • თანხმა ხართ? თქვით ერთად თანახმა ვართ.
  • დიახ. (პასუხი)

თქვენ არც უნდა გასინჯოთ იგი, ეს არის საწამლავი, ადამიანი კარგავს თავის სახეს, თავის სულს, ოჯახს, მშობლებს, სამშობლოს. ამიტომაც ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის დამღუპველი...

მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდები განთავისუფლდებიან ცუდი ჩვევებისაგან. ჩვენი ახალგაზრდები იგრძნობენ ნარკომანიის საშიშროებას და დაძლევენ მას.

მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, რომ ნარკოტიკი არასდროს არ უნდა გასინჯოთ!

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო. ღმერთმა დალოცოს ჩვენი მომავალი თაობა,  გაანთავისუფლოს ნარკომანიის სენისგან და მავნე ჩვევებისგან", - განაცხადა ილია II-მ.

მისი ქადაგების ტექსტს საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^