Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააკაშვილი: მე ხალხს ვუთხარი, რომ ჩვენ არასოდეს არანაირ შეტაკებაში მონაწილეობას არ ვიღებთ

17 დეკემბერი, 2017 22:09

კიევის ცენტრში აქცია დასრულდა. მსვლელობა სახელწოდებით „იმპიჩმენტის მარში“ შევჩენკოს მოედანზე დაიწყო. აქცია რამდენიმე საათიის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

მას შემდეგ, რაც დემონსტრაციაზე მიხეილ სააკაშვილმა კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს შტაბად დაასახელა, მომიტინგეებმა ცენტრში შესვლა სცადეს. თუმცა ეროვნულმა გვარდიამ მათ ამის უფლება არ მისცა. მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა და სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცეცხლმაქრები გამოიყენეს. 

მათ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიმართა და ადგილის დატოვება სთხოვა. 

„მცდელობა იყო პროვოკაციის და ძალადობის და ჩვენი გზა არ არის ძალადობრივი. არ შეიძლება ძალადობის დაშვება. ამიტომ მე ხალხს მოვუწოდე, რომ წამოვსულიყავით იქიდან და ვუთხარი, რომ არასოდეს ჩვენ არანაირ შეტაკებაში მონაწილეობას არ ვიღებთ და წერტილი. ეს არის  ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ჩემი პრინციპი," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^