Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქებურიას ადვოკატი: ეს კლასიკური მაგალითია, როგორ უნდა მოიქცეს საქმეზე ზედამხედველი პროკურორი

18 დეკემბერი, 2017 12:14

თბილისის პროკურატურამ „ბირჟა მაფიის“ წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ სისსხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. ამის შესახებ დღეს გიორგი ქებურიას ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა ისაუბრა. 

ადვოკატის თქმით, მეექვსე თვეა, რაც გამოძიება მიმდინარეობს. ამ პერიოდის განმავლობაში დაცვის მხარემ შეძლო მტკიცებულებების მოპოვება, რომელიც გიორგი ქებურიას უდანაშაულობას დაამტკიცებდა. 

გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარემ ამოიღო ვიდეოჩანაწერები, რითაც დადასტურდა გიორგი ქებურიას ჩვენების სისწორე. 

„პროკურატურამ აქტიურად იმუშავა და ობიექტური გამოძიების პირობებში დადგინდა გიორგი ქებურიას უდანაშაულობა. საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდა სისხლის სამართლის კანონმდებლობა. გიორგი ქებურიას საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.

ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ უნდა მოიქცეს საქმეზე ზედამხედველი პროკურორი, როდესაც ის მტკიცებულებებს აფასებს და მტკიცებულებების ანალიზით დასტურდება პირის უდანაშაულობა. ამიტომ, იმედი მაქვს, ანალოგიურ შემთხვევებში საგამოძიებო ორგანო ამ ობიექტურობის მაღალ სტანდარტს გამოიყენებს. 

რაც შეეხება მეორე გამოძიებას, რომელიც დაწყებულია ცალკეულ პოლიციელთა მიმართ შესაძლო  დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება და იმედი მაქვს, რომ აქაც საგამოძიებო ორგანო მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას და ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამ შემთხვევაში ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება გიორგი ქებურიას წინააღმდეგ, გატარდება კანონის შესაბამისი პროცედურები", - ამბობს გაგი მოსიაშვილი. 

გიორგი ქებურიას ადვოკატი ამბობს, რომ ჯგუფის მეორე წევრის, მიშკა მგალობლიშვილის საქმის მასალებს არ იცნობს, ამიტომ არ იცის, რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა იმედი აქვს, რომ ამ შემთხვევაშიც გამოძიება ობიექტურობის მაღალ ხარისხს გამოიჩენს. 

„ბირჟა მაფიის“ საქმე - შეწყვეტს თუ არა საქმეს პროკურატურა

პროკურატურა ქებურიას 2,3342 გრამი MDMA-ის შეძენა-შენახვას ედავებოდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, „ბირჟა მაფიის" წევრებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 იანვარი
16 იანვარი

NDI: მოსახლეობის 29% საქართველოს ევრაზი ...

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებ ...
16 იანვარი
16 იანვარი

NDI: ევროკავშირში გაწევრებას მოსახლეობის ...

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კ ...
15 იანვარი
15 იანვარი

რუსთავში გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლ ...

რუსთავში ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლული იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელ ...
^