Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალაძე: 2018-ში სახელმწიფო გაცილებით ნაკლებს დახარჯავს გარემოს დაცვაზე, ვიდრე საზმაუზე

18 დეკემბერი, 2017 12:18

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლება სარეკლამო ბაზარს დაანგრევს. სალაძის თქმით, ბიუჯეტიდან მაუწყებელზე ისედაც იმაზე გაცილებით მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე მაგალითად, გარემოს დაცვაზე.

„პრაქტიკულად, ეს ანგრევს სარეკლამო ბაზარს. მინდა გითხრათ, რომ სარეკლამო ბაზრის მთელი წილი რაც არის, ნახევარზე მეტი არის მარტო საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ბიუჯეტიდან. მარტივად რომ ავიღოთ, მაგალითად, მომავალ წელს სახელმწიფო გაცილებით ნაკლებს დახარჯავს გარემოს დაცვაზე ჯამში აღებული, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაზე და ამ პირობებში მაუწყებელს ეძლევა რეკლამასთან დაკავშირებული დამატებითი ბენეფიტები.“ - თქვა სულხან სალაძემ.

საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა.  საკანონმდმებლო პაკეტს 85 მომხრე ჰყავდა და 6 მოწინააღმდეგე. ცვლილება რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის არის: საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობა, სამეურვეო საბჭოს ფუნქციები, მაუწყებლის შესყიდვები, ბიუჯეტი, კომერციული და სოციალური რეკლამის განთავსება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

გურჯაანში, ღვინის ქარხანაში მუშა დაწურულ ...

ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში მუშა სამუშაოების შესრულებისას დაწურული ყურძნის ავზში ჩავარდა, - ამის შესახებ „ლიბერალს&qu ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქორეპისკოპოსი იაკობი: სალომე ზურაბიშვილზ ...

ქორეპისკოპოსმა იაკობმა ტვ პირველთან სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილზე „კანაფის დედოფალი" ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს ჰესების გ ...

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტრ ...
^