Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანგარიში: საქართველოში მედიის მფლობელები სარედაქციო შინაარს განსაზღვრავენ

20 დეკემბერი, 2017 16:29

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის" მიერ

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2017 წლის პრესის თავისუფლების ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ქვეყნებში მედია დამოუკიდებლობის და თავისუფლების ინდექსს განიხილავს. ანგარიშის მიხედვით პრესის თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი საფრთხე დემოკრატიულ ქვეყნებში ამ საყრდენი პრინციპის ეროზიაა.

„ეს „სიმართლის შემდგომი", პროპაგანდის და თავისუფლებათა შეზღუდვის პერიოდია“, ამბობს ანგარიში. „დღეს, მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმების შემთხვევაში არ ვხვდებით მედია თავისუფლების შეზღუდვას. მედია თავისუფლება უფრო და უფრო მყიფეა დემოკრატიულ საზოგადოებებშიც... საშინელი განცხადებებით, დრაკონული კანონებით, ინტერესთა კონფლიქტით და ფიზიკური ძალადობის გამოყენებითაც კი, დემოკრატიული მთავრობები ზღუდავენ იმ თავისუფლებას, რაც პრინციპში, მათი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია“.

2017 წლის ანგარიშში მედია თავისუფლების კუთხით პირველ ადგილზე ნორვეგიაა. მას შვედეთი და ფინეთი მოსდევს. მედია თავისუფლება ყველაზე მეტად შეზღუდულია ჩრდილოეთ კორეაში. რუსეთს 180 ქვეყნიდან 148-ე ადგილი უკავია.

საქართველო უკვე მეორე წელია 64-ე ადგილზეა. ანგარიში ამბობს, რომ „ბოლო წლების რეფორმებმა საქართველოს მედია ლანდშაფტის გაუმჯობესება მოიტანა“. თუმცა ხაზს უსვამს, რომ „მედია რჩება ძალზედ პოლარიზებული და მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, მედიის მფლობელები ხშირად განსაზღვრავენ სარედაქციო შინაარს. საკუთრების გარშემო არსებული დავა შემაშფოთებელია მედია პლურალიზმის მომავალისთვის. მთავარი ოპოზიციური ტელეარხის, "რუსთავი2"-ის ბედი ამის ტესტი იქნება“, - ამბობს ანგარიში.

ორგანიზაცია ასევე აქვეყნებს პრესის თავისუფლების „მტაცებელთა“ სიას, სადაც ირანის უმაღლეს ლიდერ, აიათოლა ალი ხამენეისთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოგანთან ერთად, ვლადიმერ პუტინიც გვხვდება.

რუსეთზე საუბრისას, ანგარიში ამბობს, რომ „რუსეთში დღეს პრესის თავისუფლება უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს როდესმე ყოფილა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“.

„მედია თავისუფლების ეროზია განსაკუთრებით ევროპის დემოკრატიებში გვხვდება“, ნათქვამია ანგარიშში, სადაც მაგალითად პოლონეთის, უნგრეთის, ჰოლანდიის და ფინეთის შემთხვევებია მოყვანილი. თუმცა ანგარიში ასკვნის, რომ მიუხედავად ცვლილებისა, ევროპა მედია თავისუფლების კუთხით ყველაზე მყარ რეგიონად რჩება.

ანგარიში ასევე განიხილავს, ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დამოკიდებულებას მედიისადმი. „დონალდ ტრამპის ამერიკის 45-ე პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ჟურნალისტების წინააღმდეგ კუდიანებზე ნადირობა გამოცხადდა. დონალდ ტრამპი იმეორებს ბრალდებებს მეოთხე ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ და მათ „მსოფლიოში ყველაზე არაპატიოსან“ ადამიანებს უწოდებს.“ ამერიკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები „მსოფლიოს გარშემო მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ თავდასხმებს ახალისებს, მათ შორის, დემოკრატიულ ქვეყნებში“, ამბობს ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე".

ორგანიზაციის ცნობით, 2017 წელს 65 ჟურნალისტი იქნა მოკლული, 54 დღემდე ტყვედ არის აყვანილი, 326 კი პატიმრობაშია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^