Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეა მეტრეველი: წიგნის ცენტრის გუნდის სახელით მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს

22 დეკემბერი, 2017 19:27

კულტურის სამინისტროში ფრანკფურტის ფესტივალთან დაკავშირებული შეხვედრის დასრულების შემდეგ წიგნის ცენტრის დირექტორმა დეა მეტრეველმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

„ცენტრის გუნდის სახელით მადლობას ვუხდით გულშემატკივრებს, გამომცემლებს და მწერლებს. ჩვენი მთავარი მიზანია პროექტის წარმატებულად განხორციელება. შესაბამისად ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას რომ გამოიძებნოს ამ ჩიხური სიტუაციაში კომპრომისული გზა. ორშაბათს როგორც მინისტრმა ბრძანა დაიგეგმა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან ცენტრის წარმომადგენლები, გამომცემლები და მწერლები. მე დარწმუნებული ვარ რომ ამ კონსტრუქციულ შეხვედრაზე დაისახება კონკრეტული სტრატეგია და აქტიურ სამუშაო ფაზაში გადავალთ ყველა. ჩვენ შევეცადეთ ჩვენი მოსაზრებები და საფრთხეები დაგვენახვებინა სამინისტროსთვის და ჩემი შთაბეჭდილებით სამინსიტრომ ეს რისკები გაიზიარა.„ - განაცხადა დეა მეტრეველმა. 

ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მენეჯმენტში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავდა. ამ გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდა წიგნის ეროვნული ცენტრის მენეჯმენტი. წიგნის ეროვნული ცენტრის მენეჯმენტის პოზიციების დასაცავად არაერთი ღია წერილი გავრცელდა. მათ შორის მინისტრს წერილით მიმართა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომ, გამომცემლებმა და მწერლებმა. ისინი მინისტრისგან წიგნის ეროვნული ცენტრის მენეჯმენტის პოზიციების გათვალისწინებას ითხოვდნენ. 

ლაშა ბუღაძე: მანანა ბერიკაშვილი გადის ფრანკფურტის პროექტიდან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^