"თამარ მეფის გამზირზე ვიყავი და ბანკომატთან შევჩერდი" - ჰყვება წუხელ, გვიან ღამით მომხდარ მოვლენებს ზვიად რატიანი. მან ეს იზოლატორში, მასთან მოსანახულებლად შესულ ადვოკატს მოუთხრო. "ლიბერალი" ადვოკატს ესაუბრა.
EMC - ის იურისტის გადმოცემით, როგორც მას პოეტმა მოუთხრო, რატიანს ბანკომატთან რამდენიმე ადამიანი მიუახლოვდა. ისინი არ იყვნენ პატრულის თანამშრომლები, რადგან, მათ არ ეცვათ ფორმა, და თავდაპირველად რატიანმა ვერც აღიქვა, რომ ისინი შსს-ს თანამშრომლები იყვნენ.
რატიანი ყვება, რომ თავად მას ნარინჯისფერი ქურთუკი ეცვა, და მასთან მისულმა პიროვნებებმა დამცინავად ჰკითხეს, თუ რატომ იყო ასეთი ფერის ტანსაცმლით შემოსილი, რაზეც პოეტმა მიუგო, რომ ეს მათი საქმე არ იყო.
ეს საუბარი გამწვავდა, და შსს-ს თანამსრომლებმა რატიანი მანქანაში ჩასვეს, რა დროსაც სცემეს კიდეც. მას ფიზიკურად მანქანაშიც გაუსწორდნენ, და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც რატიანი იხსნებს, გზაში, სანაპიროზე, მოფარებულ ადგილზეც ჩამოსვეს და იქაც სცემეს. ხელებზე და ფეხებზეც ბორკილები დაადეს და ბოლოს საქმის ერთსაათიანი, ტელეფონზე გარკვევის შემდეგ დიღომში, იზოლატორში გადაიყვანეს.
ადვოკატი ამბობს, რომ რატიანს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი დღეს, 12 საათზე დაიწყება. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.
პოეტ ზვიად რატიანს პოლიციელებმა სცემეს
შეგახსენებთ რომ ორი დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციური კონტროლი დაანონსა. პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით რეიდებს ატარებს.
"ლიბერალი" თვალყურს ადევნებს ამ საქმეს და სიახლეებს პერმანენტულად შემოგთავაზებთ.
ამ წუთებში შსს-ს გენინსპექციის თანამშრომლები ზვიად რატიანს იზოლატორში ხვდებიან
პოლიციის სამმართველოსთან ზვიად რატიანის მეგობრები და კოლეგები იკრიბებიან