Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

24 დეკემბერი, 2017 16:47

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. 

„21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც არის დასაწყისი საქართველოს გარდაქმნისა სატრანზიტო ქვეყნიდან, წარმოების, ლოგისტიკის და ინდუსტრიის განვითარების ქვეყნამდე", - ასე შეაფასა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. 

მისი თქმით,  ეს არის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია და დასაწყისი ძალიან დიდი ცვლილებებისა, რომელიც ქვეყანაში მოხდება. 

„უპირველეს ყოვლისა, პორტი უნიკალური პროექტია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პორტი აბრეშუმის გზის რუკაზე განამტკიცებს საქართველოს პოზიციას. ეს პორტი, რა თქმა უნდა, შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, მიიღოს ყველაზე დიდი გემები და, აქედან გამომდინარე, ფეხი აუწყოს საკონტეინერო თუ სხვა გადაზიდვების იმ მზარდ დინამიკას, რომელსაც რეგიონში აქვს ადგილი. რა თქმა უნდა, ეს პორტი საშუალებას მისცემს არა მხოლოდ ამ რეგიონის, არამედ მთელი საქართველოს მცხოვრებლებს, სრულიად სხვა შესაძლებლობები გაიჩინონ საკუთარი ბიზნესისთვის, წამოიწყონ სრულიად ახალი საქმე. უპირველეს ყოვლისა, რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება ჯერ მხოლოდ მშენებლობის პროცესში, ხოლო შემდეგ, დღეს ძნელიც კია, გამოვთვალოთ ის ეფექტი ჩვენს ეკონომიკაზე, რომელსაც ეს პორტი მოიტანს. ეს არის რეალობა, აქ არაფერია გადაჭარბებული. ამ პორტის გარშემო, რამდენიმე ათასი ჰექტარი განვითარდება, როგორც საწარმოო, სასაწყობე, ლოგისტიკური და რა თქმა უნდა, საცხოვრებელი ახალი ზონა. ეს იქნება უდიდესი დინამიკა, რომელიც გაჩნდება ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები ინოვაციური, ლოგისტიკური, ინდუსტრიული ახალი საქართველოსთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრის წარმოთქმული სიტყვის ტექსტს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^