Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

UNICEF: საჯარო ბაღებში გადასახადების შემოღება კიდევ უფრო გააღრმავებს უთასწორობას

25 დეკემბერი, 2017 15:04

გაეროს ბავშვთა ფონდი  მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში განათლებას „გამთანაბრებელი“ პოტენციალიც აქვს და გადასახადების შემოღებამ შესაძლოა, საწინააღმდეგო დინამიკა შექმნას.

„ყველა ბავშვი, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი ბავშვები, უნდა სარგებლობდეს უფასო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ადრეული და სკოლამდელი განათლებით.

გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) კვლევების თანახმად, მიუხედავად სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასწრების გაზრდილი მაჩვენებლებისა, საქართველოს ბავშვების თითქმის ნახევარს არ მიუწვდება ხელი სკოლამდელ განათლებაზე.  უთანასწორობა განსაკუთრებით აისახება სოფლად და სიღარიბეში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებზე, რომელთა დასწრების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია.  

იუნისეფი შიშობს, რომ გადასახადების შემოღება კიდევ უფრო გააღრმავებს უთასწორობას ქალაქად და შეძლებულ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებსა და სოფლად და ღარიბ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს შორის.

იუნისეფი მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში განათლებას „გამათანაბრებელი“ პოტენციალიც აქვს და გადასახადების შემოღებამ შესაძლოა, საწინააღმდეგო დინამიკა შექმნას. ფასის დაწესებით, საჯარო ბაღებზე გავლენას მოახდენს საბაზრო ძალები, რომელიც უპირატესობას ანიჭებს საზოგადოების მდიდარ ფენას და გამორიცხავს უფრო ღარიბებს.  

კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ უზრუნველყოფს უფასო, საყოველთაო და ხელმისაწვდომ სკოლამდელ განათლებას ყველა ბავშვისთვის და აწესებს ეროვნულ სტანდარტებს და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის წესს. კანონის განხორციელებისთვის საჭიროა ამ სექტორში ინვესტიციების გაზრდა, მუნიციპალური ხელისუფლებების შესაბამისად გაძლიერება და ადრეული განათლების სფეროს მასწავლებლების მომზადებისა და მათი პროფესიული განვითარებისთვის  ხარისხიანი სატრენინგო პროგრამების ძლიერი სისტემის შექმნა.   

გაეროს ბავშვთა ფონდი ადასტურებს მზადყოფნას, კვლავაც გააგრძელოს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის განხორციელების მიზნით“,- ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის განცახდებაში. 

საბავშვო ბაგა-ბაღები შეძლებული ოჯახებისთვის შესაძლოა ფასიანი გახდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 22 დეკემბერს პარლამენტში განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გამოვნახავთ გზას, რომ ერთი მხრივ, დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა საბავშვო ბაღებზე, მაგრამ, მეორე მხრივ, მოვნახოთ რაღაცნაირი მექანიზმები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ თუნდაც ძალიან შეძლებული ადამიანებისთვის და ეს არ უნდა იყოს 70 ათასი ქულა, ეს უნდა იყოს, შესაძლოა, უფრო მაღალი ბარიერი – ორჯერ, სამჯერ მაღალი ბარიერი, მაგრამ გარკვეული ტიპის ოჯახებისათვის, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ. ეს არის ჩემი ძალიან ნედლი აზრი, რომელსაც ჩვენ მთავრობაში ვიხილავთ, გარკვეული წინასწარი მსჯელობა გვქონდა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფოტო: გაეროს ბავშვთა ფონდი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 ივნისი
25 ივნისი

„ქუჩის ბიჭების" მომღერალი ირაკლი ნოზაძე ...

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების" წევრი, მომღერალი ირაკლი ნოზაძე დაჭერს. მას ახლა ღუდუშაურის კლინიკაში გადაუდებელი ოპ ...
25 ივნისი
25 ივნისი

ფოთის პოლიკლინიკაში უფასო კონსულტაციები ...

28 ივნისს ფოთის პოლიკლინიკაში ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი და კარდიოლოგი უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ. ოფთალმოლოგი კოკა ...
25 ივნისი
25 ივნისი

თამაზ ელიზბარაშვილს ცილისწამებასა და სიტ ...

თამაზ ელიზბარაშვილს, რომელსაც ცხოველთა თავშესაფარი აქვს, ცილისწამებასა და ძალადობაში ადანაშაულებენ. გუდუნა დარბუაშვილმა ...
^