Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე: პარლამენტი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს

07 იანვარი, 2018 14:15

„გზავნილები, რომელიც იყო გაჟღერებული ეპისტოლეში, იქნება ჩვენთვის ყურადსაღები და გათვალისწინებული მუშაობის პროცესში", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქრისტეს შობისადმი მიძღვნილი ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

„მნიშვნელოვან საკითხებზე იყო გამახვილებული ყურადღება პატრიარქის ეპისტოლეში, მათ შორის, საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, რომლებზეც მუშაობს საქართველოს პარლამენტი და ეს გზავნილები, რომლებიც გაჟღერებული იყო ეპისტოლეში, ჩვენთვის არის საყურადღებო, მათ შორის, საუბარი იყო დემოგრაფიის საკითხებზე, ნარკოპოლიტიკაზე. ამ საკითხებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და გზავნილები, რომელიც გაჟღერებული იყო ეპისტოლეში, ჩვენთვის ყურადსაღები და გათვალისწინებული იქნება მუშაობის პროცესში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საშობაო ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები". მისი თქმით, აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს ნარკოტიკებისგან დაიცავს.

ილია II ნარკოპოლიტიკაზე: უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, გატარდეს სხვა ღონისძიებები

პარლამენტში ივნისში „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებული კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზებას ითვალისწინებს. პროექტში ასევე ადეკვატურადაა გაწერილი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები. კანონპროექტს თან ერთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების კონცეფციაც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 იანვარი
18 იანვარი

თემქაზე მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილ ...

თემქაზე მშენებარე შენობიდან გადმოვარდნილი 27 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია „ლიბერალს“ ...
18 იანვარი
18 იანვარი

შსს: ალექსანდრე კვახაძეზე თავდამსხმელები ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლისტაბჭოს წევრზე თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო. რო ...
18 იანვარი
18 იანვარი

დეკანოიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტ ...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პ ...
^