Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხუნდაძე ნარკოპოლიტიკაზე: პატრიარქი მხარს არასდროს დაუჭერს კანონპროექტის რეგულაციებს

08 იანვარი, 2018 16:24

„საქართველოს პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში საკმაოდ მნიშვნელოვანი და სწორი აქცენტები გააკეთა. თუმცა ეპისტოლეში გაკეთებული აქცენტები, ზოგიერთებმა ისე გაიგეს, როგორც უნდოდათ რომ გაეგოთ. ამ შემთხვევაში, ერთ ანდაზას გამოვიყენებდი „მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო“, - ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე განცხადებას ავრცელებს.

„პატრიარქმა ბრძანა, რომ აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით.

ასევე საუბრობს სარეაბილიტაციო ცენტრების საჭიროებაზე, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე, დემოგრაფიულ კატასრტროფასა და სხვა ღონისძიებაზე და მოგვიწოდებს სწორი, კომპლექსური მიდგომისკენ, განსაკუთრებული სიფრთხილისა და წინდახედელებისკენ.

ეს არის სწორი ფორმულირება. პატრიარქი ბუნებრივია არ შევიდოდა კანონპროექტის განხილვაში, მაგრამ ასევე ცხადია, რომ უწმინდესი მხარს არ დაუჭერს იმგვარი რეგულაციების შემოღებას, რომლითაც ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა არათუ შემცირდება, არამედ, პირიქით, გაიზარდება. ჩვენ ვეთანხმებით, რომ სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა აშენდეს, დაზუსტდეს საჯარიმო სანქციები, რომ ის უნდა აღწევდეს კონკრეტულ მიზანს.

სრულიად ვეთანხმები უწმინდესს და არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, თუმცა, არ უნდა შევუწყოთ ხელი მოხმარების გავრცელებას, რის საშუალებას პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ნამდვილად იძლევა. რისკები საკმაოდ მაღალია.

პატრიარქი მხარს არასდროს დაუჭერს კანონპროექტში არსებულ რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ნარკოტიკის, თუნდაც მძიმე ნარკოტიკის მცირე დოზით შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნა- საზღვარზე უკანონო შემოტანა ექვემდებარებოდეს 100 ლარამდე ჯარიმას (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი). თუნდაც იმას, რომ ადამიანებმა 1 აბი სუბოტექსით იარონ და არავითარი პასუხისმგებლობა დაეკისროთ, არადა, 1 აბი სუბოტექსის ინექციური მოხმარება 8-10 მომხმარებლის ნარკოტიკულ თრობას იწვევს. არასრულწლოვნებთან ერთად, მათი თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი მხოლოდ 200 ლარამდე ჯარიმას ექვემდებარებოდეს. ამდაგვარი კანონპროექტი აუცილებლად გამოიწვევს მოხმარების აფეთქებას. 

მე პატრიარქის ეპისტოლე ზუსტად ისე გავიგე, როგორც ეს პატრიარქმა ბრძანა და ჩვენი ბრძენი უწმინდესი ერის განადგურებისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა აფეთქების მხარდამჭერი ვერასდროს იქნება”, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საშობაო ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები". მისი თქმით, აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს ნარკოტიკებისგან დაიცავს. 

ილია II ნარკოპოლიტიკაზე: უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, გატარდეს სხვა ღონისძიებები

კობახიძე: პარლამენტი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს

წულუკიანი: ნარკოპოლიტიკაზე პატრიარქის განცხადებები პირდაპირ ემთხვევა მთავრობის გეგმებს

პარლამენტში ივნისში „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით მომზადებული კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზებას ითვალისწინებს. პროექტში ასევე ადეკვატურადაა გაწერილი ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები. კანონპროექტს თან ერთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარების კონცეფციაც.

რას სთავაზობს პლატფორმა ხელისუფლებას ნარკოლოგიური სერვისების განვითარებისთვის - კონცეფცია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^